საწყობის სპეციალისტი

თარიღები: 26 აპრ - 25 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@aptos.ge
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი

"აპტოსი" არის სახისა და სხეულის კორექციის მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების  მწარმოებელი ქართული კომპანია. 25 წლიანი ისტორია 1996 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი, კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც საფუძველი ჩაუყარა ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს [thread lifting].

აპტოსს ეკუთვნის  ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით კოსმეტიკურ ძაფზე პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია.

აპტოსი არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც  იძლევა ექსპორტის საშუალებას ევროპის ყველა ქვეყანაში.  აპტოსის ძაფები 70-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.

 

კომპანიის სათაო ოფისი და წარმოება მდებარეობს თბილისში, წარმომადგენლობითი ოფისები მდებარეობს პრაღასა და ბერლინში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.aptos.global/

 

კომპანია „აპტოს“-ი ეძებს საწყობის სპეციალისტს

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღება, მიღებისთანავე ნომენკლატურის და რაოდენობის კონტროლი და მისი შედარება ინვოისთან;
  • ახალი პროდუქციის არსებულ ბაზაში დამატება;
  • ნაშთის კონტროლი;
  • ფინანსურ განყოფილებასთან ნაშთების გადამოწმება;
  • არსებული პროდუქციის ფიზიკური პერმანენტული შემოწმება - ლოტებისა და ვადების მიხედვით;
  • მოკლევადიანი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად;
  • ნაშთების შემცირების შემთხვევაში შესაბამისი თანამშრომლის ინფორმირება ახალი შეკვეთის აუცილებლობასთან დაკავშირებით;
  • შეკვეთის შესაბამისად, პროდუქტის გასაგზავნად მომზადება და დატვირთვა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიულ მობილურ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით.

 

დაინტერესების შემთხვევაში, 26 მაისამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge;

გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- საწყობის სპეციალისტი.
 

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს
 

გისურვებთ წარმატებას!
 

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „აპტოს“-ის ან შპს „აპტოს“-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს „აპტოს“, ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მსგავსი განცხადებები
Warehouse Manager

იბერია რეფრეშმენტსი


27 აპრ - 26 მაის

აგროსაწარმოს საწყობის მენეჯერი ბოლნისში

მზიანი მოსავალი


27 აპრ - 26 მაის

logo

მარაგების და საწყობების ხელმძღვანელი საგურამოში

ქართული ლუდის კომპანია


22 აპრ - 21 მაის

სასაწყობე მეურნეობის მენეჯერი

ელთიბი


26 აპრ - 15 მაის

logo

სასაწყობე ქსელის უფროსი

გორგია


06 მაის - 03 ივნ

logo

საწყობის POS მასალებისა და პროცესების კოორდინატორი

IDS Borjomi


14 აპრ - 13 მაის

საწყობის მენეჯერი

Sky Group


19 აპრ - 18 მაის

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV