ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

თარიღები: 21 აპრ - 19 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: info@w2.ge
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ინტერნეტ მარკეტინგი

„თეთრი კვადრატი“ არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია.

 

ბიქეი ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია „ბიქეი კონსთრაქშენს“ , სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს და დეველოპერულ კომპანია „თეთრ კვადრატს“. გარდა ამისა, ბიქეი ჰოლდინგმა განახორციელა ინვესტიცია, ენერგოეფექტური და ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკის მწარმოებელ ქარხანაში.

 

ბიქეი კონსთრაქშენი 28-წლიანი გამოცდილების მქონე, წამყვანი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. კომპანიის პორტფელშია ისეთი პროექტები, როგორიცაა დეველოპერული კომპანია m2 -ის პროექტები (მათ შორის კომპანია „სვეტის“-გან გადმობარებული დაუმთავრებელი პროექტები),დეველოპერული კომპანია „არქის“ პროექტები,   „თბილისი გარდენსის“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო რედისონ წინანდალი, სასტუმრო პარკ ინი წინანდალში, სასტუმრო მოქსი, სასტუმრო რამადა ენკორი, სასტუმრო რამადა თბილისი, სასტუმრო გუდაური ლოჯი, სასტუმრო იბისი თბილისი სტადიონთან  და სხვა.

 

დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მიმდინარე პროექტია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები შარტავას ქუჩაზე, რომლის მშენებლობას ასევე ბიქეი კონსთრაქშენი ახორციელებს.

 

„თეთრი კვადრატი“ აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სავალდებულოა მუშაობის გამოცდილება სოც-მედია და ციფრული მარკეტინგის სფეროში;
  • ქართულისა და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა; რუსული - საშუალოდ;
  • Facebook Business Manager, Instagram, Google analytics, Google ads - ის მართვის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • შემოქმედებითი, კრეატიული და პროგრესული ხედვა;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.


ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • მომსახურე სააგენტოსთან ერთად ციფრული მედია არხების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მონიტორინგი;
  • ციფრული არხებისთვის სამიზნე აუდიტორიის შესწავლა, კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, მონიტორინგი და ანალიტიკა, მომსახურე სააგენტოსთან ერთად;
  • დიზაინერთან აქტიური კომუნიკაცია და გვერდებისთვის ვიზუალების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • არსებული ვებგვერდების კონტენტის მართვა;  
  • Display მარკეტინგის დაგეგმვა და მართვა;
  • კამპანიების ეფექტურობის შეფასება, ანალიზი და ყოველთვიური რეპორტინგი;
  • მომსახურე სააგენტოსთან მუშაობაში აქტიური ჩართულობა, მათი საქმიანობის მონიტორინგი, შეფასება, დავალებების მიცემა და სხვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.


სამუშაო განაკვეთი: სრული.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე info@w2.ge  და „subject”-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 

გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ  სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 

გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი განცხადებები
Digital Marketing /SMM & Media Buying Expert

Awove


29 აპრ - 27 მაის

Digital Marketing Specialist (SEO / Google Ads)

EZ Digital


07 მაის - 05 ივნ

Digital Marketing Volunteers

ლე მერიდიენ


06 მაის - 20 მაის

Facebook მენეჯერი

საერთაშორისო გადაზიდვები


20 აპრ - 19 მაის

logo

Online Shops Manager

Marvel Ventures


23 აპრ - 21 მაის

SMM  სპეციალისტი

Amiran and Partners


07 მაის - 05 ივნ

Social Media Advertiser

WorldWide Customer Service


14 აპრ - 13 მაის



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV