მზარეული

თარიღები: 24 აპრ - 18 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 1000
ელ. ფოსტა: tbilisio.vacancy@gmail.com
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მზარეული

რესტორანი "თბილი სიო" (ვ.პეტრიაშვილის 1, ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე) აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაოს მიზანი: პასუხისმგებელია ხარისხიანი კერძების მომზადებაზე, მის პოზიციასთან დაკავშირებული ყველა დავალების ეფექტურად განხორციელებაზე.

სამუშაო გრაფიკი: 11:30-20:00, კვირაში 6 დღე, დღეში 8.5 საათი;
ანაზღაურება: 1000 ლარი

კოვიდ რეგულაციების ცვლილებასთან ერთად, სამუშაო საათები და ანაზღაურება შესაძლოა შეიცვალოს.

 

ზოგადი ფუნქციები:

  • სამუშაო იარაღებისა და მანქანა დანადგარების მომზადება, გამოყენება, მოვლა უსაფრთხოება;
  • ასისტენტის ზედამხედველობა საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავებისას (გაწმენდა, გარეცხვა, დაფასოება) და მათი შენახვის წესების დაცვა;
  • სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების გადამუშავება, დამზადება: თერმული დამუშავების, გაყინვის, გაციების სწორი მეთოდების გამოყენებით;
  • შენახვის პირობების და ვადების გათვალისწინება და დაცვა;
  • შეფ მზარეულის უშუალო ხელმძღვანელობით, საკვები პროდუქტების სხვადასხვა მეთოდით დამუშავება, ნახევარფაბრიკატებისა და კერძების მომზადება;
  • მასალის, ნახევარფაბრიკატების და მზა კერძების შენახვა ტემპერატურული ნორმების ზუსტი დაცვით;
  • შეფ მზარეულის ზუსტი მითითებების გათვალისწინებით კერძების გაფორმებისა და მისი წარდგენისთვის საჭირო სერვისის გაწევა;
  • მომსახურების კულტურის ქონა და კეთილი მასპინძლობის გაწევა სტუმრების მიმართ;
  • პირადი ჰიგიენის დაცვა და მოწესრიგებული სამუშაო ფორმის ტარება;
  • სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა ნედლეულისა და მზა პროდუქტებისადმი;
  • ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტების ჩამოწერის წესის დაცვა;

 

დეტალური ფუნქციები და მოვალეობები:

  • თვეში ორჯერ აღწერაში მონაწილეობის მიღება;
  • შენახული პროდუქტის დათარიღება;
  • ყოველ საღამოს მომდევნი დღის ბაზრის სიის დაწერაში მონაწილეობის მიღება;
  • საჭირო სამუშაო მასალების და პროდუქტების სიის მიწოდება, მომარაგებაზე პასუხისმგებელი პირისთვის;
  • ჩამოწერილი პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა;
  • ნედლეულის ხარისხისა და წონის კონტროლი;
  • მოეთხოვება სანელებლების ცოდნა;
  • მოეთხოვება მენიუს კერძების და სტრუქტურის ცოდნა;
  • მოეთხოვება ერთმანეთისგან ანსხვავებდეს ყველანაირ საკვებ პროდუქტს, არჩევდეს ადგილობრივ და უცხოურ სახეობებს;
  • მოეთხოვება საკვები პროდუქტების სახეების, მათი შემადგენლობის და კვებითი ღირებულების ცოდნა;



საჭირო უნარები:

  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •  პროფესიული განათლება კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  •  დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  •  პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი.


ზოგადი: იცოდეს და დაიცვას ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა ზომა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და საკონტაქტო ინფორმაციით ჩვენს ელ-ფოსტაზე tbilisio.vacancy@gmail.com

და სათაურში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.

 


მსგავსი განცხადებები
გამოცდილი მზარეული

ინგრიდი


26 აპრ - 24 მაის

logo

გრილ მენი

Tamaragroup


13 მაის - 11 ივნ

დამწყები მზარეული

ი.მ. ეკა ვადაჭკორია


20 აპრ - 19 მაის

logo

დემი შეფი

მალონგო


06 მაის - 04 ივნ

logo

დემი შეფი ბათუმში

Grand Gloria


05 მაის - 02 ივნ

დღის ცენტრის მზარეული ქუთაისში

ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის


29 აპრ - 28 მაის

logo

ვოკის მზარეული

აზიური სამზარეულო PHO


11 მაის - 30 მაის



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV