ადგილობრივი გაყიდვების სპეციალისტი

თარიღები: 15 აპრ - 14 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@aptos.ge
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი

"აპტოსი" არის სახისა და სხეულის კორექციის მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების  მწარმოებელი ქართული კომპანია. 25 წლიანი ისტორია 1996 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი, კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც საფუძველი ჩაუყარა ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს [thread lifting].

აპტოსს ეკუთვნის  ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით კოსმეტიკურ ძაფზე პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია.

აპტოსი არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც  იძლევა ექსპორტის საშუალებას ევროპის ყველა ქვეყანაში.  აპტოსის ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.

 

კომპანიის სათაო ოფისი და წარმოება მდებარეობს თბილისში, წარმომადგენლობითი ოფისები მდებარეობს პრაღაშსა და ბერლინში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.aptos.global/

 

კომპანია „აპტოსი“ ეძებს ადგილობრივი გაყიდვების სპეციალისტს.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
  • კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის დამყარება;
  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთის ფორმირება;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
  • ზედნადებებისა და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის ადგილზე გამოწერა;
  • ქსელის განვითარების შესახებ წინადადების შემუშავება და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
  • კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა;
  • კონსიგნაციის შემთხვევაში მომხმარებლებთან ხელშეკრულების გაფორმება;
  • კონგრესის, სასწავლო კურსების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
  • მომხმარებელთა დავალიანებების კონტროლი და თანხების დროული ამოღება;
  • პრობლემურ კლიენტებზე ინფორმაციის დროული მიწოდება და გაყიდვების მენეჯერთან ერთად პრობლემის მოგვარება;
  • გეგმების შესრულებაზე ზრუნვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) გამართულად ცოდნა;

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიულ მობილურ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, 15 მაისამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge;

გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ადგილობრივი გაყიდვების სპეციალისტი.

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

 

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი

კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „აპტოს“-ის ან შპს „აპტოს“-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის

მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია

მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს „აპტოს“, ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი,

15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება

შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით


მსგავსი განცხადებები
English Speaking Sales Agent

SOLID BASE


28 აპრ - 27 მაის

English Speaking Sales Manager

Marketing X


07 მაის - 05 ივნ

Executive Sales Agent / Sales Agent Lady-Man in Batumi

THREE OCEAN GROUP


07 მაის - 05 ივნ

HoReCa-ს გაყიდვების მენეჯერი

არომაპროდუქტი


06 მაის - 04 ივნ

HoReCa-ს გაყიდვების მენეჯერი ბათუმში

არომაპროდუქტი


06 მაის - 04 ივნ

Russian Speaking Sales Team Manager

იორკ თაუერსი


28 აპრ - 27 მაის

Sale Manager/Cashier/Agriculturer

ლაიფ გარდენ


15 აპრ - 13 მაის



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV