ინგლისურენოვანი  აკადემიური პერსონალი ქუთაისში

თარიღები: 19 აპრ - 13 მაის
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
განათლება: დოქტორი
ელ. ფოსტა: info@unik.edu.ge
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
მეცნიერება/განათლება:  პროფესორი უმაღლესი განათლება

შპს ,,ქუთაისის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტზე  აკადემიური პერსონალის - პროფესორის,  ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ- პროფესორის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: 

 

მედიცინის ფაკულტეტზე ვაკანტური პოზიციები: 

 

1.1 ბაზისური მიმართულება (ინგლისურენოვანი პერსონალი) 

  • გერმანული ენა - 1 პროფესორი; 2 ასოც. პროფესორი; 2 ასისტ. პროფესორი;  
  • ქართული ენა - 1 პროფესორი; 2 ასოც. პროფესორი; 2 ასისტ. პროფესორი;  
  • სამედიცინო ქიმია - 1 პროფესორი; 1 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • ანატომია - 1 პროფესორი; 1 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • ფიზიოლოგია - 1 პროფესორი; 1 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • ჰისტოლოგია/ემბრიოოლოგია - 1 პროფესორი; 2 ასოც. პროფესორი; 2 ასისტ. პროფესორი;  
  • ბიოქიმია - 1 პროფესორი; 2 ასოც. პროფესორი; 2 ასისტ. პროფესორი;  
  • ფსიქოლოგია - 1 პროფესორი; 1 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • აკადემიური წერა - 1 პროფესორი; 1 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • სოციოლოგია - 1 პროფესორი; 1 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • მიკრობიოლოგია/იმუნოლოგია - 1 პროფესორი; 2 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა - 1 პროფესორი; 1 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • სამეცნიერო კვლევა - 2 პროფესორი; 3 ასოც. პროფესორი; 2 ასისტ. პროფესორი;  

 

 

1.2 კლინიკური მიმართულება (ინგლისურენოვანი პერსონალი) 

  • ინფექციური დაავადებები- 1 პროფესორი; 1 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • თერაპია - 1 პროფესორი; 2 ასოც. პროფესორი; 2 ასისტ. პროფესორი;  
  • დერმატოლოგია - 1 პროფესორი; 2 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • ნევროლოგია - 1 პროფესორი; 2 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • ანესთეზიოლოგია/რეანიმაცია - 1 პროფესორი; 2 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • ოტორინოლარინგოლოგია - 1 პროფესორი; 2 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • თერაპიული სტომატოლოგია - 1 პროფესორი; 3 ასოც. პროფესორი; 3 ასისტ. პროფესორი;  
  • ქირურგიული სტომატოლოგია - 1 პროფესორი; 3 ასოც. პროფესორი; 3 ასისტ. პროფესორი;  
  • ორთოპედიული სტომატოლოგია - 1 პროფესორი; 3 ასოც. პროფესორი; 3 ასისტ. პროფესორი;  
  • ბავშვთა ასაკის სტომატოლოგია - 1 პროფესორი; 3 ასოც. პროფესორი; 3 ასისტ. პროფესორი;  
  • ორთოდონტია - 1 პროფესორი; 2 ასოც. პროფესორი; 2 ასისტ. პროფესორი;  
  • ეპიდემიოლოგია - 1 პროფესორი; 1 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • ენდოკრინოლოგია - 1 პროფესორი; 1 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • ნარკოლოგია - 1 პროფესორი; 1 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • ოფთალმოლოგია - 1 პროფესორი; 1 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • უროლოგია - 1 პროფესორი; 2 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  
  • ზოგადი ქირურგია - 1 პროფესორი; 2 ასოც. პროფესორი; 1 ასისტ. პროფესორი;  

 

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის: 

 

ბაზისური მიმართულება: 

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  (აკადემიური ნიშნით):  

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;  
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; 
  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა; 
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება. 

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):  

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; 
  • სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა; 
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება. 

 

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):  

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან თანაავტორობა; 
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება. 

 

 

შენიშვნა: 

უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ან პროგრამის უცხოენოვანი კომპონენტის განსახორციელებლად კონკურსანტი ახდენს საჩვენებელი ლექციის ეტაპზე ენობრივი კომპეტენციის დემონსტრირებას პროგრამის შესაბამისი კომპონენტის განხორციელების ენაში. 

 

კლინიკური მიმართულება: 

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  (აკადემიური ნიშნით):  

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 
  • 9 წლიანი კლინიკური გამოცდილება; 
  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა; 
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება; 
  • შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში. 

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):  

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;  
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;  
  • 5 წლიანი კლინიკური გამოცდილება; 
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; 
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება; 
  • შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში. 

 

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):  

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;  
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;  
  • 5 წლიანი კლინიკური გამოცდილება; 
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება; 
  • შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში. 

 

 

შენიშვნა: 

უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ან პროგრამის უცხოენოვანი კომპონენტის განსახორციელებლად კონკურსანტი ახდენს საჩვენებელი ლექციის ეტაპზე ენობრივი კომპეტენციის დემონსტრირებას პროგრამის შესაბამისი კომპონენტის განხორციელების ენაში. 

 

 საკონკურსო დოკუმენტაცია: 

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

 

ა) განაცხადი1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ელექტრონულად და იგზავნება info@unik.edu.ge / Hr@unik.edu.ge );  

ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ქუთაისის უნივერსიტეტის ფორმატში (ივსება ელექტრონული  ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);  

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  

დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);  

ე) შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები,  სახელმწიფო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 

ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);  

ზ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია). 

თ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ცნობა. 

 

 

განაცხადი  ივსება მხოლოდ  ერთი მიმართულებით  და ერთ  კონკრეტულ  პოზიციაზე. 

 

 

კონკურსი ჩატარდება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:  

  • პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება. 
  • მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება. 

 

 

კონკურსის ვადები 

  •  კონკურსი გამოცხადებულია 2021 წლის 14 აპრილიდან. 
  •  აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის  17 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით;   
  •  კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2021  წლის 28 მაისისა;  
  •  კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2021   წლის 4 ივნისისა;  
  •  კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2021  წლის 9 ივნისისა; 
  •  კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2021 წლის 9 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით; 
  •  დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2021 წლის 17 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით ელექტრონულად ან/და ადგილზე. 

 

5. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის 

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური. 

 

საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისის, წერეთლის N13, info@unik.edu.ge 

ტელ: +995 (431) 23 79 79 


მსგავსი განცხადებები
Open Contest For The Following Academic Positions for Law/American Studies

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


28 აპრ - 27 მაის

Open contest for the following academic positions

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


15 აპრ - 14 მაის

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


15 აპრ - 14 მაის

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ამერიკისმცოდნეობის/სისხლის სამართლის მიმართულებით

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


28 აპრ - 27 მაის

კონკურსი აკადემიური პოზიციების დასაკავებლად

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი


29 აპრ - 28 მაის

logo

ქართულენოვანი აკადემიური პერსონალი ქუთაისში

ქუთაისის უნივერსიტეტი


14 აპრ - 13 მაის

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


04 მაის - 02 ივნ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV