იმპორტ-ექსპორტის ლოგისტიკის მენეჯერი

თარიღები: 14 აპრ - 13 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@nabeghlavi.ge
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება ლოჯისტიკის მენეჯერი

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც  მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.

ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“  შემავალი კომპანია „წყალი მარგებელი“  აცხადებს ვაკანსიას  იმპორტ-ექსპორტის ლოგისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორის გაყიდვების (ექსპორტის) მიმართულებით ფორმირებული შეკვეთების/მოთხოვნების და მის საფუძველზე განსაზღვრული წარმოების გრაფიკების მუდმივი კონტროლი, კლიენტებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებისა და მოთხოვნისამებრ ექსპორტის ოპერაციების დაგეგმვის მიზნით;
  • ექსპორტ-იმპორტის სრული ციკლის და საბაჟო ოპერაციების დაგეგმვა/განხორციელება;
  • ტვირთისთვის საექსპორტო დოკუმენტაციების მომზადების, მიწოდების და კონტროლის უზრუნველყოფა
  • საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვებისთვის, ოპტიმალურ დროში, სატრანსპორტო კომპანიების მოძიება/შერჩევა და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • შესყიდვების განყოფილებასთან კოორდინირებული მუშაობა სატრანსპორტო კომპანიებისთვის სატენდერო წინადადებების მომზადებაში და შერჩევის პროცესში;
  • საბაჟო პროცედურების და საკანონმდებლო სიახლეების მონიტორინგი
  • საჭიროების მიხედვით სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის სერვისის გაწევა ქვეყნის ფარგლებს გარედან ან სხვა ქვეყანაში ნივთის/ნიმუშის ტრანსპორტირების მიზნებისთვის
  • ყველა ტიპის ტრანსპორტისა და პროდუქტისთვის დატვირთვის სქემების შემუშავება და სტანდარტიზება
  • ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა
  • განხორციელებული გადაზიდვების შესახებ რეპორტის მომზადება ანგარიშსწორების მიზნებისთვის
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საბაჟო და იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მუშოაბის გამოცდილება;
  • სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების ცოდნა
  • იმპორტ-ექსპორტის ხაზის და ტვირთის გადაზიდვის ეტაპების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office);

                                                                       

უნარები/პიროვნული კომპეტენციები

  • დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 13 მაისი, 2021 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


მსგავსი განცხადებები
ექპორტის მენეჯერი

ღვინის მწარმოებელი კომპანია


28 აპრ - 10 მაის

logo

ექსპორტის / საერთაშორისო გაყიდვების სპეციალისტი

წყალი მარგებელი


07 აპრ - 06 მაის

ექსპორტის მენეჯერი

კახური ტრადიციული მეღვინეობა


13 აპრ - 12 მაის

ექსპორტის მენეჯერი თელავში

ჯიველი


29 აპრ - 28 მაის

logo

ექსპორტის მენეჯერი საგურამოში

ქართული ლუდის კომპანია


07 აპრ - 06 მაის

თრექინგ მენეჯერი

ფ/პ შოთა მინდიაშვილი


05 მაის - 31 მაის

იმპორტ-ექსპორტის მენეჯერის ასისტენტი/ოფის-მენეჯერი

კანტი


23 აპრ - 22 მაის

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV