ელექტროობის ინჟინერ-პროექტანტი

თარიღები: 18 აპრ - 12 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@domsons.com
ინჟინერია:  ელექტროინჟინერია სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამშენებლო პროექტების მართვა

Domson’s Engineering & Construction-ი არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, საინსტალაციო სამუშაოებს და შემდგომ მომსახურებას. კომპანიის მუდმივმა ინვესტიციამ თანამშრომლების განვითარებაში შექმნა გარემო, სადაც ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს თავისი პოტენციალის მაქსიმუმი, საკუთარი და საერთო წარმატებისთვის.

 

Domson’s Engineering & Construction-ი აცხადებს ვაკანსიას ელექტროობის ინჟინერ-პროექტანტის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელექტრო-საინჟინრო სისტემების პროექტირება; 
  • ელექტრო-საინჟინრო პროექტის მომზადება 1000 ვოლტამდე;
  • სქემატური პროექტის მომზადება;
  • პროექტირებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის შეგროვება, ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე რეკომენდაციების გაცემა ტექნიკური დავალების შესადგენად;
  • მიღებული ტექნიკური დავალების მიხედვით სქემატური ნახაზების მომზადება;
  • დეტალური პროექტის მომზადება;
  • საპროექტო შენობა-ნაგებობის  განათების შიდა/გარე  ქსელის გეგმარება;
  • საპროექტო შენობა-ნაგებობის  ძალოვანი შიდა/გარე ქსელის გეგმარება;
  • საპროექტო შენობა-ნაგებობის ელექტრო ფარების სქემების მომზადება;
  • საპროექტო შენობა-ნაგებობის სარეზერვო კვების, გენერატორის გეგმარებითი სამონტაჟო ნახაზების მომზადება;
  • საპროექტო შენობა-ნაგებობის დამიწებისა და მეხამრიდის გეგმარებითი სამონტაჟო ნახაზების მომზადება;
  • საპროექტო შენობა-ნაგებობის სრული და მოთხოვნილი სიმძლავრის ანგარიშების მომზადება;
  • საპროექტო შენობა-ნაგებობის სტრუქტურული სქემის მომზადება  (მთავარი მკვებავი ხაზის, ობიექტის მთავარი ელ. ფარის,  შიდა სამოედნო ელ. ქსელების და შენობა‐ნაგებობების სადისტრიბუციო ფარების შეერთების სქემა);
  • საპროექტო შენობა-ნაგებობის ელექტრული ნაწილის, განმართებითი ბარათის მომზადება;
  • ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციის მომზადება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • აუცილებელია AutoCAD-ში მუშაობის გამოცდილება.
  • კონკრეტული დიზაინერული ამოცანების დამოუკიდებლად შემუშავების გამოცდილება;
  • საქართველოში არსებული სამშენებლო მოთხოვნების, ნორმების და რეგულაციების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

 

 

პროფესიული უნარები:

  • ორგანიზებული;
  • ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევები;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

 

სამუშაოს გრაფიკი:

განაკვეთი: სრული სამუშაო დღე

კვირაში 5 დღე. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00

შესვენება: 13:00-14:00

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@domsons.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.


მსგავსი განცხადებები
Chief Operating Officer

მეპერსი


10 მაის - 08 ივნ

Electrical Design Engineer

მეპერსი


10 მაის - 08 ივნ

ავტომატიზაციის სისტემების ელექტრონული ინჟინერი

კომპანია


13 აპრ - 11 მაის

დირექტორის მოადგილე საპროექტო მიმართულებით

AWARD


29 აპრ - 27 მაის

დირექტორის მოადგილე საპროექტო მიმართულებით

AWARD


23 აპრ - 20 მაის

მთავარი ინჟინერი

გრავიტა


07 მაის - 05 ივნ

logo

მშენებელ-ინჟინერი ბათუმში

HORIZONS GROUP


13 აპრ - 11 მაის



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV