პრობლემური სესხების რეგიონალური მართვის სპეციალისტი

თარიღები: 08 აპრ - 22 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: vacancy@crystal.ge
საბანკო:  პრობლემური სესხების ოფიცერი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების რეგიონალური მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი

განაკვეთი: სრული

ვაკანსიის რაოდენობა: 2

 

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 345 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.


"კრისტალი" გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პირად მართვაში არსებულ სასესხო პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი და ვადაგადაცილების მართვა;
  • ვადაგადაცილებული სესხების დაფარვის პროცესში უშუალო მონაწილეობა და გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზება;
  • მომხმარებლების/დაკავშირებული პირების მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების მოძიება და შესაბამისი ღონიძიებების დაგეგმვა;
  • მომხმარებლებთან და შესაბამისი ფილიალის თანამშრომლებთან კომუნიკაცია ვადაგადაცილებული სესხის გაჯანსაღების მიზნით;
  • დასახული გეგმის შესრულება;
  • პორტფელის მართვის პროცესში წარმოქმნილი წინააღმდეგობების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტების ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • პრობლემური სექტორების და ლოკაციების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • ფილიალებში პირველადი სასესხო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა შემდგომი სამართლებრივი ღონისძიებების განსახორციელებლად;
  • გეგმიური ანგარიშგება შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოზე, მიღებულ შედეგზე და დასახულ ამოცანებზე;
  • მომხმარებლების გადახდისუნარიანობის დადგენის მიზნით, მათი ფინანსური მონაცემების დადგენა და ანალიზი (რესტრუქტურიზაციის, მორიგების დროს);
  • პორტფელში არსებული მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება  - სავალდებულო;
  • ანალოგიურ პოზიციაზე ან მსგავს სფეროში მუშობის გამოცდილება  - სავალდებულო
  • საოფისე პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (Microsoft Office Word/Excel/Powerpoint) - სავალდებულოა
  • ავტომობილის მართვის ცოდნა (მართვის მოწმობა) - სავალდებულო;
  • რუსული ენის ცოდნა - სავალდებულო;
  • ფინანსური ანალიზის საფუძვლების ცოდნა - სასურველია

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შეზღუდულ ვადებში საქმიანობების შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღლი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი 

 

დაინტერესებულ პირებს 2021 წლის 22 აპრილის ჩათვლით  შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge  (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია „პრობლემური სესხების რეგიონალური მართვის სპეციალისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

 

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე, ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV