მარაგებისა და დაგეგმარების ანალიტიკოსი

თარიღები: 07 აპრ - 06 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@nabeghlavi.ge
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  მარაგების მართვა

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც  მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.

ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“  შემავალი კომპანია „წყალი მარგებელი“  აცხადებს ვაკანსიას  მარაგებისა და დაგეგმარების ანალიტიკოსი თანამდებობაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე არსებული გაყიდვების გეგმების, წარმოების გრაფიკისა და არსებული ნედელეულის ნაშთების საფუძველზე სარეკომენდაციო შეკვეთების მომზადება, მინიმალური ნაშთების პრინციპის გათვალისწინებით;
  • ადგილობრივი გაყიდვების მიმდინარე ტრენდების ანალიზის საფუძველზე საწყობებში მზა პროდუქციის მარაგების ანალიზი და პროდუქციის წარმოების/იმპორტის საჭიროების შემთხვევაში ნედლეულის/პროდუქტის შესაძლო დეფიციტის შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება
  • საწყობებში პროდუქტების ვადიანობის შესახებ რეგულარული ანგარიშის მომზადება
  • გაყიდვების/წარმოების გეგმების, მარაგებისა და პროდუქტის სპეციფიკაციების  საფუძველზე შესასყიდი პროდუქციის დადგენილი წესის მიხედვით რეპორტის წარმოდგენა გეგმიური შესყიდვებისთვის, შეთანხმებული რეგულარობით
  • ნედლეულის/პროდუქტის/მასალის სპეციფიკაციების (შეფუთვის ფორმატი, ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო) შესწავლა და სტანდარტიზება, საჭიროების შემთხვევაში განახლება
  • რეკომენდირებული/პროგნოზირებული შეკვეთებისა და ფაქტობრივად განხორციელებული შესყიდვების შედარებითი ანალიზი, პერიოდის ჭრილში
  • შეკვეთის ფორმირების წინასწარ დადგენილი ლოგიკის/ალგორითმის ასახვა შეკვეთის სტანდარტული ფორმებში
  • გაყიდვების გეგმის, ფაქტობრივის გაყიდვისა და მიღებული შეკვეთების პერიოდული შედარება დადგენილი წესით, გეგმარებაში ხარვეზების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მიზნით;
  • სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება საჭიროების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

 



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით;
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინფორმაციულ ბაზებთან მუშაობის და მონაცემთა დამუშავების გამოცდილება;
  • MS Excel (advance დონე);
  • ინგლისური ენის ცოდნა;                    

                                                      

უნარები/პიროვნული კომპეტენციები

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • გუნდური მუშაობის უნარი;
     

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 7 მაისი, 2021 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV