სკოლის უსაფრთხოების ოფიცერი

თარიღები: 07 აპრ - 06 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: vacancy@shavnabada.edu.ge
იურიდიული:  მანდატური

შპს „დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა“ კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 25 წელს ითვლის. ის ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

 

გიმნაზია „შავნაბადა“ 2020-2021 სასწავლო წლისთვის აცხადებს ვაკანსიას „უსაფრთხო სკოლის ოფიცერის“ პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / უნარები

  • უმაღლესი განათლება ან IV კურსის სტუდენტი (სასურველია იურიდიული მიმართულებით);
  • ანალოგიურ ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • მოსწავლეებთან, მშობლებთან & პედაგოგებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • მოსწავლეთა კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენა, მომხდარი დაპირისპირების აღმოჩენისას დროული რეაგირება და უთანხმოების აღმოფხვრა;
  • დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება;
  • სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ და მატერალურ-ტექნიკური საშუალებებით გამართულად წარმართვის ხელშეწყობა;
  • საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა, სკოლაში მომუშავე და იქ მყოფ სხვა პირთა ევაკუაციის მხარდაჭერა.

               

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო განაკვეთი:სრული განაკვეთი, 08:45-16:45 სთ
  • დასვენების დღეები:შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები

 

ჩვენი ბენეფიტები:

  • საგამოცდო ვადის წარმატებით გასვლის შემდგომ ზაფხულის ხანგრძლივი (24 სამუშაო დღეზე მეტი)ანაზღაურებადი შვებულება.

 

კონკურსი მოიცავს ეტაპებს:

  • რეზიუმეს გადარჩევა
  • გასაუბრება
  • დასკვნითი ინტერვიუ.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@shavnabada.edu.ge ამა წლის 7 მაისის ჩათვლით.

სავალდებულოა წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „უსაფრთხო სკოლის ოფიცერი“, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV