საწყობის სპეციალისტი

თარიღები: 06 აპრ - 20 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

სხვა ვებ გვერდზე

ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი

ევექსის კლინიკები  აცხადებს შერჩევას  საწყობის სპეციალისტის  პოზიციაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანის კლინიკა

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მიღებული მარაგების და მომსახურეობის ჩაბარება, აღრიცხვა, საწყობში განლაგება, მომთოხვნისთვის მიწოდება Sdesk-ზე დაფიქსირებული დავალების შესაბამისად;
  • მიღებული პროდუქციის შესყიდვის დოკუმენტთან შესაბამისობის დადგენა;
  • მარაგების ნაშთის კონტროლი, პროგრამული და რეალური ნაშთების დადარება;
  • საწყობის მარაგების აღწერის პროცესში მონაწილეობა;
  • პროდუქციის ვადების მკაცრი კონტროლი. პრიორიტეტულად, მოკლევადიანი პოზიციების გახარჯვის უზრუნველყოფა;
  • უშუალო უფროსის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  20 აპრილი, 2021 წელი

 

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: 

https://evexclinics.ge/ka/vacancy/sawyobis-specialisti-/404

ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

სხვა ვებ გვერდზე


მსგავსი განცხადებები
კატეგორიის საწყობის მენეჯერი

ნოვა


27 მარ - 25 აპრ

მიმღები ზონის სპეციალისტი

გორგია


01 აპრ - 30 აპრ

logo

პროდუქციის მიმღები ბათუმში

ნაზილბე +


29 მარ - 27 აპრ

სასაწყობე მეურნეობის მენეჯერი

ელთიბი


04 აპრ - 30 აპრ

logo

სასაწყობე ქსელის უფროსი

გორგია


05 აპრ - 04 მაის

logo

საწყობი მენეჯერი

Paraco


13 აპრ - 30 აპრ

logo

საწყობის POS მასალებისა და პროცესების კოორდინატორი

IDS Borjomi


14 აპრ - 13 მაის



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV