ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თარიღები: 11 აპრ - 27 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@beeline.ge
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი

ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

 

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს „ვიონი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:

https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

 

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ერისთავის ქ. 6.

სამუშაო გრაფიკი არის მცოცავი, გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლებს.

შერჩევის ეტაპები: გასაუბრება და ტრენინგი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  ბილაინის სატელეფონო ცენტრში შემოსული ზარების მიღება
  • არსებული და პოტენციური აბონენტებისთვის ეფექტური სატელეფონო მომსახურების გაწევა
  •  კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით (სატარიფო გეგმის ცვლილება, მომსახურებების ჩართვა/გამორთვა და სხვა);
  •  პრობლემების და მათი მოგვარების გზების იდენტიფიცირება
  •  მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა

 

თუ შენ:

  •  მიღებული გაქვს უმაღლესი განათლება
  •  გაქვს მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  •  სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას, აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  •  გაქვს MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint)
  •  შეგიძლია გამართულად მეტყველება
  • ხარ ორგანიზებული და შრომისმოყვარე
  •  გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ხარ კომუნიკაბელური
  • შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება
  •  შეგიძლია სტრესულ სიტუაციაში მუშაობა
  • გაქვს ანგარიშგების  მომზადებისა და საქმიანი კორესპონდენციის წარმოების უნარი

და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,

 

გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: vacancy@beeline.ge 2021 წლის 27 აპრილის ჩათვლით და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

 

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.


მსგავსი განცხადებები
A new real estate company/უძრავი ქონების სააგენტო

Your move


23 მარ - 21 აპრ

Call-Center Operator

DSPRO


07 აპრ - 05 მაის

Night Shift Call Center Operator

GHS Consulting


26 მარ - 24 აპრ

ანაზღაურებადი სტაჟირება ქოლ-ცენტრის ოპერატორი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


05 აპრ - 14 აპრ

logo

თურქული ენის ქოლ-ცენტრის ოპერატორი ქალბატონებისთვის

კომპანია


23 მარ - 21 აპრ

კონტაქტ-ცენტრის მენეჯერი

Lardi-Trans Georgia


24 მარ - 21 აპრ

მომხმარებლებთან დისტანციურად ურთიერთობის დეპარტამენტის ოპერატორი

ინექსფონი


18 მარ - 16 აპრ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV