სასტუმრო “GrandGloria” ქალაქ ბათუმში, აცხადებს ვაკანსიას კომპანიის სტუმრებთან ურთიერთობის ოფიცერის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
- აკონტროლოს სასტუმროს ვესტიბიული, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია და ზრუნავდეს სათანადო წესრიგისა და ეტიკეტის დაცვაზე;
- იყოს კომპეტენტური საკონტაქტო პირი სტუმრებისა და კლიენტებისთვის, ფლობდეს ინფორმაციას სასტუმროს ყველა მომსახურებაზე, ფასებზე, წამახალისებელ აქციებზე, სპეციალურ ღონისძიებებზე, ა.შ.;
- შეხვდეს და მიესალმოს შემოსულ სტუმრებს და დაემშვიდობოს მათ წასვლის დროს;
- მიაცილოს განსაკუთრებული სტუმრები ოთახებამდე და მოახდინოს მათი რეგისტრაცია პერსონალურად;
- დაგეგმოს და გაუკეთოს სწრაფი ორგანიზება მოულოდნელ ვიზიტებს;
- მინიმუმამდე დაიყვანოს სტუმრების დისკომფორტი იმ შემთხვევებში, როცა ოთახი მზად არ არის;
- გამოიყენოს გაყიდვების გაზრდის ყველა შესაძლებლობა სტუმრებისთვის კომპანიის სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზების მეშვეობით;
- დაიტოვოს შეტყობინებები სტუმრებისთვის და უზრუნველყოს მათი დროული მიწოდება ან გადამისამართება;
- ყოველდღიურად აკონტროლოს ჩამოსვლების სია და მონაწილეობა მიიღოს სტუმრების დასახვედრად სხვადასხვა სასიამოვნო ნივთების მომზადებასა და ოთახებში განთავსებაში;
- თვალი ადევნოს ოთახიდან გასვლის პროცესს და გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია სტუმრებზე, რომლებიც ოთახიდან არ გასულან;
- მოახდინოს ადექვატური რეაგირება სტუმრობის გახანგრძლივებაზე, არ მოსვლაზე ან ოთახის შეცვლაზე;
- დროულად დაეხმაროს სტუმრებს მათ კითხვებთან და საჭიროებებთან დაკავშირებით;
- უზრუნველყოს სტუმრების სპეციალური მოთხოვნებისა და საჭიროებების სათანადო და დროული ორგანიზება;
- წარმოაჩინოს სასტუმროს მომსახურების შესაძლებლობები და კარგად იცნობდეს სასტუმროს მიდამოებს, რათა გასცეს ინფორმაცია საუკეთესო შეთავაზებებზე ტურებთან, მაღაზიებთან და სასადილო ადგილებთან დაკავშირებით;
- დაეხმაროს სტუმრებს ბილეთების დაჯავშნაში, მოგზაურობისა და ტურების რეზერვაციასა და მოწყობაში;
- შეაგროვოს და განაახლოს ინფორმაცია სტუმრების კმაყოფილების შესახებ;
- მონაწილეობა მიიღოს სტუმრების საჩივრების მოგვარებაში, უზრუნველყოს საჩივრის გადამისამართება შესაბამის პასუხისმგებელ პირთან სათანადო საპასუხო ქმედებების განხორციელების მიზნით;
- პერიოდულად შეამოწმოს ოთახების და იქ განთავსებული ნივთების სისუფთავე და რეაგირება მოახდინოს ან შესაბამის პირს აცნობოს ნებისმიერ რისკსა და ხარვეზზე;
- პერიოდულად განახორციელოს ზარები სტუმრებთან თავაზიანობის გამოსახატავად;
- პერიოდულად თვალყური ადევნოს საუზმის და სადილის მსვლელობას მომსახურების ხარისხის შეფასებისა და სტუმრის მაქსიმალური კმაყოფილების უზრუნველყოფის მიზნით;
- მუდმივად ითანამშრომლოს საოპერაციო განყოფილებებთან, როგორიცაა დასუფთავებისა და კვებისა და სასმელების განყოფილებები, მიაწოდოს მათ სტუმრების მიერ გამოთქმული შენიშვნები, იდეები თუ პოზიტიური შეფასებები და იმსჯელოს მათთან ერთად მომსახურების გაუმჯობესების გზებზე;
- დროულად მოამზადოს სხვადასხვა სასიამოვნო ნივთების მოთხოვნები;
- უზრუნველყოს სასტუმროს სტუმრების სათანადოდ მომარაგება საკანცელარიო ნივთებით და სასტუმროს შესახებ საინფორმაციო მასალით;
- მიიღოს რესტორნების ჯავშნის შესახებ ინფორმაცია;
- შესთავაზოს სარესტორნო მომსახურება სტუმრებს და მოგვიანებით გაარკვიოს, რამდენად კმაყოფილები დარჩნენ ისინი;
- შეასრულოს სხვა მოვალეობები ფრონტ ოფისის მენეჯერის დავალებით;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასტუმროს მართვაში ან მსგავს სფეროში
- სამუშაო გამოცდილება სასტუმროების სფეროში
- ორგანიზების და კომუნიკაციის კარგი უნარები
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა, როგორც ზეპირი, ასევე წერითი
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
აღნიშნული თანამდებობით დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარებიც შეესაბამება ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა გამოგზავნონ თავიანთი რეზიუმეშემდეგ მისამართზე: hr.assistant@grandgloria.ge და წერილის თემის ველში მიუთითონ პოზიციის დასახელება.