სოციალური მედიის სპეციალისტი

თარიღები: 02 აპრ - 01 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული

სხვა ვებ გვერდზე

მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ინტერნეტ მარკეტინგი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ვაკანსიას  სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ათ  ქალაქში 14 ფილიალის სახით.

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის ვებგვერდის, სოციალური გვერდების  მართვა;
  • მისოს სოციალური მედიის არხების მართვა, შესაბამისი კონტენტის შექმნა/განთავსების უზრუნველყოფა;
  • სოციალური მედიის არხებზე სარეკლამო კამპანიების განთავსება, მართვა, რეპორტინგი;
  • მისოს სოციალური მედიის არხების  ეფექტურობის ანალიზი და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
  • მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით ახალი კამპანიების შემუშავება და განხორციელება;
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის, მარკეტინგის ან მომიჯნავე დარგში.
  • მსგავს პოზიციაზე  მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
  • Facebook და Google ads-ის კარგად ცოდნა;
  • MS office პროგრამების კარგად ცოდნა;
  • შემოქმედებითი აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • კეთილსინდისიერი, თვითმოტივირებული.

 

 

 

განაცხადის შემოტანის დედლაინია 2021 წლის 2 მაისის  17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.

 

 

გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალ"-ს (შემდგომ მოხსენიებული როგორც - „მისო“), ს/კ 404967078 (იურ.მის.: საქართველო, თბილისი,  ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2), რომ მიიღოს და დაამუშავოს ჩემს მიერ მიწოდებული  ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია ( ჩემისაიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშავოს ჩემს მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები;  მე ვაცნობიერებ, რომ ხსენებული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე ,  გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.  ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ,  სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად. მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე მისოსგან შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე მიმართვით: hr@mbc.com.ge. ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა,  წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ,  არის სწორი და უტყუარი.

სხვა ვებ გვერდზე


მსგავსი განცხადებები
Book Club Social Media Specialist

English Book Education


02 აპრ - 01 მაის

Content Maker and Social Media manager

ი/მ რომა ზუმაძე


16 მარ - 14 აპრ

Digital Marketer

კახური ტრადიციული მეღვინეობა


06 აპრ - 05 მაის

Digital Marketing Manager

მონოგრაფი


06 აპრ - 05 მაის

Facebook  ჯგუფის მედია ოპერატორი

ბორან ლაითი


17 მარ - 15 აპრ

logo

Facebook  ჯგუფის მენეჯერ/ადმინისტრატორი

ბორან ლაითი


17 მარ - 15 აპრ

logo

Online Shops Manager

Marvel Ventures


25 მარ - 15 აპრ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV