თარიღები: 02 აპრ - 17 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული

სხვა ვებ გვერდზე

საბანკო:  ხაზინა

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ვაკანსიას ხაზინის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში, სათაო ოფისში.

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ათ  ქალაქში 14 ფილიალის სახით.

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სავალუტო ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი;
  • მისოს სავალუტო კურსების დადგენა;
  • შესრულებული ნაღდი და უნაღდო კონვერტაციების მონიტორინგი;
  • მისოს სავალუტო პოზიციის კონტროლი;
  • სავალუტო პოზიციის გახსნა/დახურვასთან დაკავშირებით, ლიმიტის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღება;
  • სავალუტო ბაზარზე ეფექტურად ვაჭრობის უზრუნველყოფა;
  • ანგარიშგებების მომზადება;
  • მისოს ლიკვიდური სახსრების კონტროლში მონაწიელეობის მიღება;

 

ხაზინის ჯგუფის საქმიანობის სრულყოფისთვის წინადადებების მომზადება და ხაზინის ჯგუფის უფროსთან წარდგენა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონიმიკური, ფინანსური ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
  • ძირითადი, საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია Bloomberg - ის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
  • ანალიტიკური აზროვნება.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 17 აპრილის, 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით აღნიშნული ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.

გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალ"-ს (შემდგომ მოხსენიებული როგორც - „მისო“), ს/კ 404967078 (იურ.მის.: საქართველო, თბილისი,  ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2), რომ მიიღოს და დაამუშავოს ჩემს მიერ მიწოდებული  ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია ( ჩემისაიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშავოს ჩემს მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები;  მე ვაცნობიერებ, რომ ხსენებული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე ,  გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.  ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ,  სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად. მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე მისოსგან შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე მიმართვით: hr@mbc.com.ge. ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა,  წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ,  არის სწორი და უტყუარი.

სხვა ვებ გვერდზე


მსგავსი განცხადებები
ხაზინის სპეციალისტი

ევექსის კლინიკები


29 მარ - 12 აპრ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV