სასწავლო კურსი - ახალგაზრდული ჰაბი თავისუფლებისთვის

თარიღები: 30 მარ - 28 აპრ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: sophio.fdi@gmail.com
ტელეფონი: +995 595 00 80 50
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

სასწავლო კურსი - ახალგაზრდული ჰაბი თავისუფლებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტი" (Free Democratic Institute) "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისი" (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus) მხარდაჭერით გიწვევთ საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს (18-30) პროექტში "ახალგაზრდული ჰაბი თავისუფლებისთვის" მონაწილეობისთვის.

სასერთიფიკატო სასწავლო კურსი "ახალგაზრდული ჰაბი თავისუფლებისთვის"

პროექტის მიზანია ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა და მათი აქტიურობის ხელშეწყობა მიმდინარე საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროცესებში.

 

სასაწავლო კურსი მოიცავს ორდღიან ტრენინგს, ექსპერტებთან ათ (10) შეხვედრა/დისკუსიას და ასევე შემდგომ აქტიურ ინდივიდუალურ მუშაობას, რომელიც დაეხმარებათ ახალგაზრდებს კარიერულ წინსვლაში.

პროექტის თემატიკა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: კარგი საზოგადოებრივი ლიდერის მახასიათებლები, საკუთარ თავზე მუშაობა, სტრატეგიული კომუნიკაცია, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, პოლიტიკური იდეოლოგიები, თავდაცვა და უსაფრთხოება, ნატო და ევროკავშირი, უმცირესობების უფლებები, გარემოს დაცვა და ურბანული განვითარება, სამეზობლო პოლიტიკა - დეოკუპაცია, კონფლიქტები, გამოხატვის თავისუფლება - არჩევანის თავისუფლება, ტერორიზმი, განათლება.

 

პროექტს "ახალგაზრდული ჰაბი თავისუფლებისთვის" არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტი" (Free Democratic Institute) "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისი" (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus) თანამშრომლობით ახორციელებს.

"ახალგაზრდული ჰაბი თავისუფლებისთვის" მიზნად ისახავს ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და დისკუსიის გზით გაზარდოს აქტიური ახალგაზრდების მოტივაცია, უნარები და შესაძლებლობები, რათა ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

სასწავლო კურსი მოიცავს 3 თვეს:

  • შერჩეულ მონაწილეებს ორ დღიანი ინტენსიური ტრენინგი ჩაუტარდებათ თბილისში
  • და ასევე 10 შეხვედრა/ვორქშოფი ექსპერტთან - თბილისში
  • შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათ დღეს
  • სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის, CV-ს და გასაუბრების საფუძველზე. ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია პროექტში მონაწილეობა მიიღოს ყველა დაინტერესებულმა ახალგაზრდამ, როგორც თბილისიდან ასევე რეგიონებიდან. პროექტში მონაწილეთა კვება უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზაციის მიერ, ხოლო რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეების ტრანსპორტირება ანაზღაურდება და მონაწილეები ტრენინგის მიმდინარეობისას განთავსდებიან სასტუმროში.

 

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ თქვენი CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) და სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: sophio.fdi@gmail.com | front.office.fdi@gmail.com ტელ: +995 595 00 80 50

პროექტის კოორდინატორი სოფიო ჯოჯუა განაცხადები მიიღება: 8 აპრილის ჩათვლით გასაუბრება მოხდება ონლაინ რეჟიმში ორგანიზაცია სრულად იცავს covid-19-თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას!




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV