ელექტროობის სისტემების ინჟინერი

თარიღები: 30 მარ - 28 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@veziri.net
ინჟინერია:  ელექტროინჟინერია

შპს ვეზირი იწყებს კადრების შერჩევას ელექტროობის სისტემების ინჟინრის  პოზიციაზე დასაქმების მიზნით.

 

ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: (1)ერთი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20/04/2021

დასაქმების სავარაუდო თარიღია: 01/05/2021

ექვემდებარება: ელექტროობის სისტემების გუნდის ხელმძღვანელს

 

თანამდებობის ზოგადი მიზანია: ელექტროობის სისტემების კომპლექსური ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება და განხორციელება

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი პროექტის/ტენდერის ტექნიკური გადაწყვეტილების მომზადება, დიზაინის შექმნა.
    • ცალხაზოვანი სქემების მომზადება (ანგარიშის და პროქტირების დონეზე);
    • დაბალი ძაბვის ქსელის ანგარიში (ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის);
    • საკაბელო ინფრასტრუქტურის/მეურნეობის ანგარიში და პროექტირება
    • ტექნიკური დავალების წაკითხვა/შედგენა;
    • დაბალი ძაბვის ნაწილის პროექტირება;
    • საშუალო ძაბვის მოწყობილობების შერჩევა (სასურველია პროექტირებაც);
    • საჭირო მოწყობილობების და სისტემის შერჩევა სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციით, მათ შორის კონფიგურატორის ან მწარმოებლის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
    • სხვადასხვა ტიპის კატალოგების სწორად გამოყენება;
    • საანგარიშო პროექტის მასალა მოწყობილობათა სრული ჩამონათვალის შედგენა;
    • საანგარიშო პროექტისთვის შესაბამისი შენიშვნის/რეკომენდაციის მომზადება;

 

  • საპროექტო მოთხოვნების შესწავლა და განსაზღვრა ობიექტებზე.
  • გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად ტექნიკური დავალების დეტალური გარჩევა და ხარისხიანი გადაწყვეტილებების დასამუშავებლად საჭირო პირობების იდენტიფიცირება.
  • არსებული პროექტების მიმდინარეობისას ტექნიკოსების მონიტორინგი და ტექნიკური ხარისხის პერიოდული შემოწმება; გადახრების შემთხვევაში პროცესში დროულად ჩართვა.
  • სისტემების ინსტალაცია, პროგრამირება, გაშვება, ტესტირება,   სერთიფიცირება, მომსახურება.
  • ახალი გადაწყვეტების მოძიება და ანალიზი.
  • დარგში არსებული ტექნიკური სიახლეების, ინოვაციების მუდმივი გაცნობა და საინტერესო მიგნებების პრაქტიკაში დანერგვა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება, ინჟინერ ელექტრიკოსი, ან მასთან გათანაბრებული სპეციალობის მქონე ინჟინრი;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსს სფეროში;
  • დარგში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა.
  • ელექტროტექნიკის საფუძვლების სიღრმისეული ცოდნა;
  • ელექტრული მოწყობილობების და სისტემების ცოდნა;
  • ცალხაზოვანი სქემების როგორც კითხვა ასევე მათი მომზადება
  • ტექნიკური დავალების წაკითხვა/შედგენა;
  • უსაფრთხოების თანრიგის ფლობა ჩაითვლება უპირატესობა

 

ენები:

  • ქართული ენა-სრულყოფილად
  • ინგლისური ენა -„upprtermediate“ დონეზე
  • რუსული ენის ფლობა სასაუბრო და წერითი

 

საჭირო უნარ-ჩვევები

  • თვითგანვითარების სურვილი და მოტივაცია;
  • თვითგანვითარებისთვის აუცილებელი წყაროს მოძიება და დამუშავება;
  • სხვადასხვა მწარმოებლის მოწყობილობების და სისტემის შესწავლა, რაც აუცილებელია მისი საქმიანობის სრულფასოვნად და ეფექტურად შესასრულებლად;
  • აუცილებელი რეკომენდაციების გაცემა, რაც დაკავშირებულია პროექტის საიმედო, უსაფრთხო და ეფექტურ შესრულებასთან;

 

 

სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება: ფიქსირებული და საბონუსე სისტემა;
  • ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა- საოჯახო-საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია;
  • სტანდარტული სამუშაო გრაფიკი:  5 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე; (პროექტის მიმდინარეობის შესაბამისად, შეიძლება სამუშაო განრიგი შეიცვალოს, თუმცა გარანტირებულად დაცული იქნება შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა პირობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში)
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 7;
  • ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი  ხელშეკრულება , შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად.

 

მინიმალური ასაკი: არ არის შეზღუდული (შრომის კოდექსის შესაბამისად).

 

შეზღუდვები:  კომპანია ვეზირის შიდა პოლიტიკის თანახმად,  კანდიდატი არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების შელახვაში შემჩნეული პირი.

 

დასაქმებულის უფლებები:

შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას, როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

 

 

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ , რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV  ელექტრონულ მისამართზე vacancy@veziri.net, ველში “Subject” აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (მაგ: ელექტროობის სისტემების ინჟინერი)

 

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.


მსგავსი განცხადებები
ავტომატიზაციის სისტემების ელექტრონული ინჟინერი

კომპანია


13 აპრ - 11 მაის

ელექტრო ინჟინერი ახალციხეში

ენერგონი


05 აპრ - 04 მაის

ელექტრო ინჟინერი/ელექტრიკოსი რუსთავში

Construction Service


23 მარ - 21 აპრ

სტაჟიორი ინჟინერი

Scroll


24 მარ - 22 აპრ

ტექნიკოსი

გარდი


01 აპრ - 29 აპრ

ელექტროობის ინჟინერ-პროექტანტი

Domson`s Engineering


13 აპრ - 12 მაის



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV