გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტი

თარიღები: 30 მარ - 27 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@beeline.ge
გაყიდვები:  საცალო კლიენტთა მომსახურება

ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

 

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს „ვიონი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:

https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

 

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია “ვიონი საქართველო” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.

ვაკანსია არის დროებითი, შერჩეული კანდიდატი იმუშავებს 6 თვის ვადით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბილაინის მაღაზიაში შემოსულ მომხმარებლებთან ურთიერთობა
  • მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
  • კომპანიის პროდუქტების მომხმარებლებისთვის გაცნობა და გაყიდვა
  • გაყიდვების მხარდამჭერ სისტემებში მუშაობა
  • სალაროს ოპერაციების შესრულება

 

თუ შენ:

  • გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ სტუდენტი
  • სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას და ასევე იცი ინგლისური და რუსული ენები
  • სასურველია გქონდეს გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • შეგიძლია MS Office პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint) მუშაობა
  • ხარ ორგანიზებული და შრომისმოყვარე
  • გიყვარს კომუნიკაცია და მომხმარებლებთან ურთიერთობა
  • შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება
  • გაქვს ანგარიშგების  მომზადებისა და საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი

 

და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,

გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: vacancy@beeline.ge  2021 წლის 27 აპრილამდე.

 

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.


მსგავსი განცხადებები
ავტომობილების მეთვალყურე

სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი


29 მარ - 26 აპრ

გაყიდვების კონსულტანტი

სალამანდრა


30 მარ - 28 აპრ

გაყიდვების ოპერატორი ზესტაფონში

საქართველოს ფოსტა


08 აპრ - 07 მაის

გაყიდვების ოპერატორი ოზურგეთში

საქართველოს ფოსტა


02 აპრ - 01 მაის

გაყიდვების ქოლ-ცენტრის ოპერატორი

Shop.ge


07 აპრ - 18 აპრ

გაყიდვების ოპერატორი

საქართველოს ფოსტა


02 აპრ - 01 მაის

მითერი

გორგია


06 აპრ - 05 მაის

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV