ჰიგიენური და სანიტარული ნორმების კონტროლიორი ფოთში

თარიღები: 30 მარ - 28 აპრ
მდებარეობა: ფოთი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: maka.zaqradze@nikora.ge
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება:  წარმოების ხარისხის კონტროლი წარმოება/ოპერაციები:  ხარისხის კონტროლი

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღეს დღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge


სს „ნიკორას“ შვილობილი  კომპანია შპს „კორიდა“ აცხადებს  ვაკანსიას ჰიგიენური და სანიტარული ნორმების კონტროლიორის პოზიციაზე ქალაქ  ფოთში.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • წარმოებაში გამოყენებული ყუთებისა და ჯოხების სპეც-დანადგარში ე.წ „ქაფწარმომქმნელში“ მოთავსების და დასუფთავების პროცესის კონტროლი;
  • წარმოებაში გამოყენებული კონტეინერების და ჭურჭლის ყოველდღიური რეცხვა/დეზინფექციის სამუშაოების მეთვალყურეობა და ხარისხის კონტროლი;
  • წარმოების ტერიტორიაზე იატაკების, კედლების და ფანჯრების ყოველდღიური რეცხვა/დეზინფექციის პროცესის მართვა;
  • წარმოების მასშტაბით სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და შესრულებული სამუშაოს ხარისიხის კონტროლი;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ფიზიკურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge   

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ნიკორამ“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 01 მაისი.


მსგავსი განცხადებები
Assistant Quality Control Director in Batumi

Petra Fish


25 მარ - 23 აპრ

İngilizce Konuşan Kalite Kontrol Uzmanı

Elite Global


23 მარ - 21 აპრ

Специалист по контролю качества

Elite Global


23 მარ - 21 აპრ

ხარისხის კონტროლის უმცროსი სპეციალისტი ქუთაისში

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი


30 მარ - 15 აპრ

ხარისხის კონტროლის უმცროსი სპეციალისტი

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი


06 აპრ - 27 აპრ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV