რისკების მართვის მენეჯერი

თარიღები: 29 მარ - 27 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@unison.ge
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი)

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

 

„უნისონი“ პოზიციონირებულია, როგორც დამოუკიდებელი, წმინდა მზღვეველი, რომელიც არ არის აფილირებული სხვადასხვა არასადაზღვევო ბიზნესებთან - ბანკებთან, სამედიცინო და ფარმაცევტულ კომპანიებთან - და თანამშრომლობს დასავლეთის ქვეყნებისა და ლონდონის „A“ კატეგორიის საერთაშორისო გადამზღვევ უმსხვილეს კომპანიებთან.
“უნისონი“  მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის.

 

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, დაიცვას ბიზნესი ზედმეტი რისკებისგან, ხელი შეუწყოს თითოეული კლიენტის კეთილდღეობას. ამ მისიას „უნისონი“ წარმატებით ახორციელებს პროფესიონების გუნდის დახმარებით, რომელთაც სადაზღვევო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ და კარგად იციან თუ როგორ მართონ შესაძლო რისკები.

 

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს რისკების მართვის მენეჯერის  პოზიციაზე.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების დეპარტამენტის მიერ მიწოდებული განაცხადის საფუძველზე შესაძლო რისკის შეფასება და დაზღვევის პირობების დადგენა 
  • დაზღვევის კონკრეტულ სახეობებში სტანდარტული სატარიფო განაკვეთის დადგენა და მისი გადაზღვევის პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა; 
  • კომპანიის დაზღვევის შედეგების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ზარალიანობის კოეფიციენტების გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების მომზადება და ხარისხიანად შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
  • საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება, მზღვეველ და გადამზღვეველ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვაზე ერთიანი სტრატეგიის და ტაქტიკის შემუშავება;
  • ყველა მსხივილი ობიექტის დაზღვევის საკითხებში ჩართულობა, როგორც ფრონტინგების და შემოსული გადაზღვევის კუთხით,  ასევე სხვა მსხვილ კლიენტებთან ურთიერთობის კუთხით;
  • გადაზღვევის ხელშეკრულებებზე მუშაობა, გაფორმება და კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში გადამზღვეველთან დაზღვევის ცალკეულ სახეობებში ავტომატური გადაზღვევის ხელშკრულებების მომზადება, დადება და კონტროლი;
  • კონკრეტული რისკების ფაკულტატურად განთავსება;
  • გადაზღვევის სწორი განაწილება, მართვა და ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში ახალი ფორმების, მეთოდების და ხერხების დანერგვა;
  • არსებული და ახალი პროდუქტების დახვეწასა და გაუმჯობესებაში მონაწილების მიღება;
  • ყოველკვარტალურად პორტფელის ანალიზი, ანალიზის შედეგად მონაწილეობა ახალი პოლიტიკის დანერგვაში, გაიდლაინების განახლება და ახალი სტანდარტული შეთავაზებების დანერგვა;
  • გადამზღვეველებთან ურთიერთობა მათ შორის ზარალების რეგულირების პროცესში;
  • ჩართულობა გადამზღვეველებთან რეპორტინგის მომზადების პროცესში და  სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებაში;
  • ახალი გადამზღვევი პარტნიორების მოძიება და მათთან კონტაქტების დამყარება;

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მათემატიკა/ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება)
  • მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
  • პროფილით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
  • სადაზღვევო ან საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • სავალდებულოა ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნაMS Office პროგრამების ცოდნა

 

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) იმეილზე:  vacancy@unison.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.  

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

 

„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ

 

გაცნობებთ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი  ცვლილება ან წაშლა.


მსგავსი განცხადებები
აგრო ექსპერტი/აგრონომი

თიბისი დაზღვევა


08 აპრ - 30 აპრ

logo

აგრო ზარალების რეგულირების მენეჯერი

თიბისი დაზღვევა


08 აპრ - 30 აპრ

logo

არასიცოცხლის ზარალების მენეჯერი

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია


01 აპრ - 30 აპრ

არასამედიცინო ზარალების მართვის მენეჯერი

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი


06 აპრ - 05 მაის

აგრო სადაზღვევო პოლისების ადმინისტრატორი/ანაზღაურებადი სტაჟირება

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


12 აპრ - 18 აპრ

logo

ანაზღაურებადი სტაჟირება ბექ ოფისში

სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია


13 აპრ - 27 აპრ

დაზღვეულთა უფლებების დაცვისა და ხარისხის კონტროლის განყოფილებაში სპეციალისტი

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია


18 მარ - 16 აპრ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV