ონლაინ მაღაზიის ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თარიღები: 25 მარ - 23 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@clean-house.ge
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ინტერნეტ მარკეტინგი

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 170 ფილიალით.

  

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

 

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.  

 

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას „ონლაინ მაღაზიის ქოლ-ცენტრის ოპერატორის“ პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: ცვლები

 

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა;
  • ვებ-გვერდზე შემოსულ მესიჯებზე რეაგირების მოხდენა;
  • მომხარებლისთვის შეკვეთების გაფორმებაში კონსულტაციის გაწევა;
  • შეკვეთის დაკორექტირების საჭიროებისას მომხარებელთან კომუნიკაცია;
  • რეპორტის მომზადება გაყიდვებისთვის;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი (განიხილება სტუდენტებიც);
  • გამართული მეტყველებისა და წერის უნარები;
  • ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

 

დამატებითი უნარები:

  • კომუნიკაბელური;
  • პასუხიმგებლიანი;
  • ორგანიზებული;
  • ენერგიული;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge .   გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა „ქოლ-ცენტრის ოპერატორი“.

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „სუფთა სახლი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი განცხადებები
კონტაქტ-ცენტრის მენეჯერი

Lardi-Trans Georgia


24 მარ - 21 აპრ

ოპერატორი

ბრო მოტორსი


23 მარ - 20 აპრ

logo

A new real estate company/უძრავი ქონების სააგენტო

Your move


23 მარ - 21 აპრ

Book Club Social Media Specialist

English Book Education


02 აპრ - 01 მაის

Call Center Operator

Your move


14 აპრ - 13 მაის

Call-Center Operator

DSPRO


07 აპრ - 05 მაის

Digital Marketer

კახური ტრადიციული მეღვინეობა


06 აპრ - 05 მაის



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV