თარიღები: 23 მარ - 21 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@artpharma.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ბრენდ მენეჯმენტი

ფარმაცევტული კომპანია “არტფარმა“ აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ფარმაცევტულ კომპანიაში პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულო);
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულო);

 

პიროვნული უნარები:

  • ლიდერული თვისებები;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გამართული მეტყველება;
  • პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პროექტის მართვის უნარი;
  • სტრატეგიული ხედვა , დაგეგმვის ანალიზის უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
  • გაყიდვების სტიმულირებისათვის საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება;
  • ბაზარზე პროდუქტის ცნობადობის და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების პერსონალის დატრენინგება; პროდუქტის შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
  • გაყიდვების პერსონალის კოორდინირება სამუშაო გეგმის განხორციელების მიზნით;
  • საკომუნიკაციო არხების მონიტორინგი და მათი ეფექტური გამოყენების კონტროლი;
  • ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება; პროდუქტის დანერგვა/განვითარება;
  • ვიპ კლიენტებთან, კომპანიის ოპლ-თან ურთიერთობა.

 

სამუშაო პირობები:

  • საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
  • გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ მზარდ ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
  • სატრანსპორტო ხარჯები და სოციალური პაკეტი - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა.

 

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ და მუშა გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: vacancy@artpharma.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ დაარსდა 2014 წელს და მისი მთავარი მიზანია, გაზარდოს თერაპიული უსაფრთხოების სტანდარტები და უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები გახადოს ყველას-თვის ხელმისაწვდომი. „არტფარმა“ საქართველოში წარმოადგენს წამყვან ევროპულ ფარმაცევტულ

კომპანიებს. კომპანიის სტრატეგია მოიცავს ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექ-მნასა და დამკვიდრებას საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში. კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს http://artpharma.ge/ და https://www.facebook.com/artpharma.ge/


მსგავსი განცხადებები
B2C გაყიდვების სპეციალისტი

AUTO.GE


05 აპრ - 18 აპრ

Customer Success Manager

Flat Rock Technology


19 მარ - 17 აპრ

logo

Sales Assistant in Tbilisi and Batumi

Petra Fish


25 მარ - 23 აპრ

Digital Account Manager

Flat Rock Technology


30 მარ - 28 აპრ

English Speaking Sales Representative

Shaw Academy


06 აპრ - 05 მაის

Employer Branding and Engagement Specialist

Majorel


08 აპრ - 21 აპრ

Sales Specialist

დასაქმების სააგენტო ეიჩარი


02 აპრ - 18 აპრ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV