ანაზღ. სტაჟირება ინვენტარიზაციის და მარაგების მართვის მენეჯმენტში

თარიღები: 16 მარ - 14 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
ელ. ფოსტა: hr@fino.ge
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  მარაგების მართვა

ფინანსური ოფისი - აუდიტორული კომპანია


აუდიტორული კომპანია „ფინანსური ოფისი“  საერთაშორისო დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი ჯგუფის MSI Global Alliance-ის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში.  MSI Global Alliance დაარსდა 30 წლის წინ და წარმოდგენილია 250 კომპანიით მსოფლიოს 100 ქვეყანაში, იგი მიმდინარედ მეშვიდე ადგილს იკავებს ასოციაციებისა და ალიანსების მსოფლიო რეიტინგში.

აუდიტორული კომპანია „ფინანსური ოფისის“  მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტ  კომპანიას დაეხმაროს, რომ მათი აღრიცხვა-ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და შესთავაზოს მათ მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

 ჩვენ  უკვე წლებია ვქმნით კომფორტულ გარემოს ახალგაზრდა პროფესიონალების კარიერული წინსვლისთვის.

კომპანია “ფინანსური ოფისი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ინვენტარიზაციის და მარაგების მართვის მენეჯმენტში.

 

სტაჟირების პერიოდში პრაქტიკა:

  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა ფასს  სტანდარტების მიხედვით( IFRS);
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა  სფეროების მიხედვით - წარმოება, დისტრიბუცია , ჰორეკა და რითეილ ბიზნესი.
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების  ბალანსზე აყვანის და კოდირების პროცედურების გაცნობა.
  • ინვენტარიზაციის შედეგების რეპორტის მომზადება და წარდგენა, შედეგების დამუშავება და პროგრამული ასახვა;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების  მოძრაობის რეპორტინგი.
  • საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები სასაქონლო მატერიალურ მარაგებთან მიმართებაში.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ეკონომიკის/ბიზნესის/მათემატიკის კურსდამთავრებული, შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
  • ქართული ენა – სრულყოფილად, ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე;
  • ექსელის კარგად ცოდნა;
  • გრაფიკი : ორშაბათი - პარასკევი 09:30 – 18:30.

 

 

ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:

  • საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • გრძელვადიანი  კარიერის დაგეგმვა;
  • პროგრესირებადი სახელფასო სისტემა;
  • სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება.

 

სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას მარაგების მართვის განყოფილებაში. სტაჟიორები ასევე ჩაერთვებიან პროფესიული მომზადების პროგრამაში, სადაც შეისწავლიან  მარაგების მართვის  ელექტრონულ პროგრამას, საგადასახადო კოდექსს, IFRS სტანდარტებს და საოფისე პროგრამებს.

სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება მარაგების მართვის უმცროსი სპეციალისტის  პოზიციაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@fino.ge გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟირება/მარაგების მართვის სპეციალისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


მსგავსი განცხადებები
კატეგორიის საწყობის მენეჯერი

ნოვა


27 მარ - 25 აპრ

მარაგებისა და დაგეგმარების ანალიტიკოსი

წყალი მარგებელი


07 აპრ - 06 მაის

მომმარაგებელი

ინოვა ჯგუფი


18 მარ - 16 აპრ

სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი ზესტაფონში

ჯიბე ქეშ & ქერი


18 მარ - 16 აპრ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV