თარიღები: 28 თებ - 24 მარ
მდებარეობა: გურჯაანი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: hr@telianivalley.com
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)

შპს „ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი“  აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე გურჯაანში.

 

ფუნქცია-მოვალეობები

  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების გატარება
  • ფინანსური უწყისების მომზადება
  • დანიშნულებისამებრ ნაღდი ფულის მიღება და გაცემა
  • სალაროში, ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა
  • წარმოებული პროდუქციის აღრიცხვა.
  • წარმოების თანამშრომლებისათვის ხელფასების გაცემის უზრუნველყოფა
  • რთველის სეზონზე: ჩეკის გამოწერა, შესყიდვების პროგრამაში გატარება, მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება და პროგრამაში გატარება, შესყიდვების სოფლის მეურნეობის საიტზე ატვირთვა და სხვ.
  • ფინანსური დოკუმენტაციის შენახვის უზრუნველყოფა
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)
  • 1C-ში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • RS-თან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

 

გარანტიები

  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: სრული

შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.  სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

 

დაუშვებელია   განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება    ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

 

შპს „ალკოჰოლური სასმელების კომოანია ალავერდი“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი განცხადებები
Junior Accountant/English Speaking

ExpatHub


11 თებ - 11 მარ

Специалист по Учету

MUK TBILISI


23 თებ - 24 მარ

logo

აღწერების ჯგუფის უფროსი

ელვა მარკეტი


25 თებ - 15 მარ

logo

ბუღალტერი

Evolution


24 თებ - 25 მარ

ბუღალტერი

OneSoft


25 თებ - 26 მარ

ბუღალტერი

GDG


01 მარ - 30 მარ

ბუღალტერი

მითანა


02 მარ - 31 მარ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV