სასტუმრო Lisi Inn აცხადებს ივენთ მენეჯერის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება: ივენთ მენეჯერი
ადგილების რაოდენობა: 1
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: 1500-2000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
მოვალეობები:
- საქმიანი ურთიერთობის დამყარება კომპანიის პოტენციურ პარტნიორებთან, მათთან მოლაპარაკებების წარმოება, მათზე მორგებული ინდივიდუალური პაკეტების შექმნა და შეთავაზება;
- ივენთების დაგეგმვა, ორგანიზაციული საკითხების უშუალო ხელმძღვანელობა, თითოეული დეტალის განხილვა დამკვეთთან, ღონისძიების გამართულად მიმდინარეობის უზრუნველყოფა მის დასრულებამდე;
- პარტნიორებისგან უკუკავშირის მიღება, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მათი აღმოფხვრა;
- არსებული პროდუქტის/სერვისის/შეთავზებების ფინანსურ მოდელებზე მუშაობა, მათი საჭიროებისამებრ განახლება, ახალი იდეებისა და სიახლეების გენერირება;
- ბაზრის მუდმივი კვლევა კომპანიის ხარჯებისა და შემოსავლების ოპტიმიზაციის მიზნით;
- საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისების მოძიება, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება, ხოლო შემდგომ პარტნიორებისთვის შეთავაზება;
- ყოველთვიური რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
განათლება:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტირების, ეკონომიკის, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და/ან მონათესავე სფეროში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აღნიშნული მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენის ვერბალური და წერითი ნაწილის გამართულად ფლობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
- მართვის მოწმობა B კატეგორია, სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- კრეატიულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჭირო საწვავის ხარჯის უზრუნველყოფას;
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- მზარდ ანაზღაურებასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge.
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/lisiinn/
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 20/03/2021.
გისურვებთ წარმატებას!