ტენდერი დასუფთავების მომსახურებაზე თბილისსა და რეგიონებში

თარიღები: 22 თებ - 15 მარ
მდებარეობა: თბილისი სხვა
ელ. ფოსტა: natia.khuchua@finca.ge
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
ტენდერი/კონკურსი:  ტენდერი

სს “ფინკა ბანკი საქართველო” მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია. ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს, როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe - გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, Triodos Investment Management, Triodos Bank და Triple Jump. ფინკა ბანკი დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს:

ორგანიზაციის ობიექტების (სულ 37 ოფისი) დასუფთავების მომსახურებაზე თბილისსა და რეგიონებში.

ხელშეკრულება დაიდება 2 წლის ვადით.

ტენდერის ტექსტს თან ახლავს ფაილები, სადაც მოცემულია „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სერვის ცენტრების ჩამონათვალი მისამართებით და აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ ფასების გასაზღვრაში იმ მომსახურების უზრუნველყოფით, რაც მოცემულია ტენდერის ტექსტის აუცილებელ პირობაში.

 

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი აუცილებელი პირობები მათ მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებებში:

  • ორგანიზაციის ობიექტებში მომუშავე დამლაგებლების (თითოეულ სერვის ცენტრში -  1 დამლაგებელი;  სათაო ოფისში - 2 დამლაგებელი; სულ 37 ადამიანი) დასაქმება თავიანთ კომპანიაში და მათი ხელფასით, ანაზღაურებადი შვებულებითა და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა; 
  1. დამლაგებლების ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი: 300 ლარიდან (საოფისე ფართის გათვალისწინებით)
  2. დამლაგებლის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების შემთხვევაში, მისი ჩანაცვლება რეზერვით (შემცვლელით); ფინკა ბანკის ობიექტის რეზერვით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს კომპანიის მიერ. 
  • ორგანიზაციის ობიექტების ხარისხიანი დასუფთავების საშუალებებით ყოველთვიური უწყვეტი მომარაგება პროდუქციის ადგილზე, ოფისების მისამართებზე მიწოდებით;
  • ორგანიზაციის ობიექტების მინა-ვიტრაჟებისა (შიდა და გარე მხარე) და გარე სარეკლამო აბრების  ყოველთვიური წმენდა პროფესიონალი დასუფთავების სპეციალისტების მიერ სპეც. ინვენტარის გამოყენებით და ფინკა ბანკის სათაო ოფისის რბილი იატაკის ქიმიური წმენდა სამ თვეში ერთხელ.

 

 

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია კომპანიის მოღვაწეობის შესახებ (დაარსების თარიღი, საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, არსებული კლიენტების სია და ა.შ);
  • კატალოგი კომპანიის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა დასუფთავების საშუალებების დეტალური აღწერით;
  • ორგანიზაციის ობიექტებისათვის მისაწოდებელი პროდუქციისა და დასუფთავების მომსახურების ღირებულება ლარში დღგ-ს ჩათვლით;
  • პროდუქციის მოწოდებისა და ვიტრაჟების დასუფთავების მომსახურების გაწევის ვადები.

 

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე:

თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N 71,  ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი N 12 – ს.ს. „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სათაო ოფისი.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის დასახელება, ასევე ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.

სატენდერო შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. შემოთავაზების შემოტანის საბოლოო  ვადაა: 2021 წლის 15 მარტი, საღამოს 18:00 საათი.


სს „ფინკა ბანკი საქართველო“ ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

წინამდებარე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შეუფერხებელი საქმიანობის განხორციელების და მონაცემების დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბანკმა თქვენი მონაცემების დამუშავებისას გამოიყენოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული აუთსორსინგული ურთიერთობის ფარგლებში მომსახურების გამწევი კორპორაცია მაიკროსოფტის მიერ შეთავაზებული „ქლაუდ სერვერებზე“ მონაცემების შენახვის სერვისი, რომელიც განთავსებულია აშშ-ში. ამასთან, მონაცემთა მიმღები მაღალი სტანდარტებით იღებს ყველა შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომებს, რათა მკაცრად დაიცვას მიღებული მონაცემების კონფიდენციალურობა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: natia.khuchua@finca.ge და lali.mujirishvili@finca.ge


მსგავსი განცხადებები
Assistance programming for victims in Georgia

The Trust Fund for Victims (TFV) at the International Criminal Court (ICC)


10 თებ - 01 მარ

Capacity Building Vocational Course – Graphic Design

World Vision


19 თებ - 25 თებ

logo

CSL E-Course Video Animations

Tetra Tech ARD


15 თებ - 12 მარ

Strengthening Corruption Risk Assessment Capacity in Municipalities

Tetra Tech ARD


28 იან - 26 თებ

Tender for Suppling Fish Food Production Line

ავსტრიის განვითარების სააგენტო


12 თებ - 26 თებ

logo

TOR-Media monitoring services for UNICEF

Unicef


09 თებ - 10 მარ

პარლამენტის IT დეპარტამენტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

Tetra Tech ARD


24 თებ - 22 მარ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV