Georgian Global Utilities მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსი ერთ-ერთ შვილობილ, საქართველოს ენერგიით ვაჭრობის კომპანიაში სპეციალისტის პოზიციაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დეპარტამენტში
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ელექტროენერგიით ვაჭრობის პროცესში აქტიური ჩართულობა;
- ურთიერთობა პოტენციურ მყიდველებთან/გამყიდველებთან;
- ურთიერთობა შესაბამის სამსახურებთან/სტრუქტურებთან ელექტროენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- ელექტროენერგიით ყოველსაათობრივ ვაჭრობაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის გაცნობა, აქტიური ჩართულობა გარდამავალ პროცესში;
- ელექტროენერგიის ყიდვა/გაყიდვასთან დაკავშირებულ სავაჭრო პლატფორმებზე მუშაობა. პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების წინადადებების ინიცირება;
- მუდმივი ინფორმირებულობა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ;
- მონაწილეობა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნების მომზადება და განხილვა. ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
- ელექტროენერგიის გამომუშავების/მოხმარების აქტების მომზადება, მონაცემების კონტროლი და შესაბამის პორტალზე ატვირთვა;
- ტექნიკური ჯგუფის მიერ მოწოდებული აღრიცხვის კვანძების და მრიცხველების შემოწმების/შეცვლის აქტების დამუშავება, ანალიზი და საანგარიშსწორებო მონაცემებში ასახვა;
- საანგარიშსწორებო ბაზების წარმოება საანგარიშო პერიოდების მიხედვით და შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდება;
- საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის მომზადება, დამოწმებისთვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა, დახარისხება/შენახვა;
- საპროგნოზო და ფაქტიური მონაცემების შეგროვება, შედარება, ბაზების მუდმივი კონტროლი;
- კორესპონდენციის მართვა;
- მონაწილეობა მიმდინარე პროექტების მართვაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ენერგეტიკის განხრით;
- მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის ან ფინანსების განხრით;
- რეპორტების და პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენების ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- სამუშაოების დაგეგმვის, კოორდინაციის და კონტროლის უნარი;
- მკაცრ დედლაინებში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@ggu.ge არა უგვიანეს 2021 წლის 12 მარტისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია,რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ „საქართველოს ენერგიით ვაჭრობის კომპანიამ“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.