.NET დეველოპერი

თარიღები: 19 თებ - 01 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@bdo.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  პროგრამისტი/დეველოპერი

კომპანია BDO Digital აცხადებს ვაკანსიას .NET დეველოპერის პოზიციაზე SAP Business One - ის განყოფილებაში

 

BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს შვილობილი კომპანია.  BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ქართულ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელსაერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს. 

BDO Digital-ს ლოკალური გამოცდილებითა და BDO-ს გლობალური ქსელის მხარდაჭერით 16 წლის მანძილზე საქართველოს ბაზარზე 700 -ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.

 

BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

 

ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება: .NET დეველოპერი

 

სამუშაო საათები

  • სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00

 

აღწერა

ფუნქცია/მოვალეობები

  • Sap Business One-ის Add-On-ების განვითარება
  • ანგარიშგებებისთვის SQL Query-ების წერა
  • Agile მეთოდოლოგიით გათვალისწინებულ პროცესებში მონაწილეობა

 

მოთხოვნები:

  • C#/.NET და JavaScript ტექნოლოგიებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
  • რელაციურ მონაცემთა ბაზასთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია MS SQL Server-ის მიმართულებით
  • გამოცდილება Custom აპლიკაციების, მოდიფიკაციების, ინტეგრაციების, მონაცემთა დამუშავებისა და რეპორტების დეველოპმენტში
  • Agile მეთოდოლოგიის ზოგადი ცოდნა
  • აღრიცხვის ზოგადი პრინციპების ცოდნა
  • SAP Business One SDK და Crystal Reports-ების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • Linux basics-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ .NET დეველოპერი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 01.03.2021

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის  აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.


მსგავსი განცხადებები
.Net Developer

APTOS


09 თებ - 08 მარ

.NET Developer

Flat Rock Technology


13 თებ - 13 მარ

.NET დეველოპერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


23 თებ - 08 მარ

logo

.Net დეველოპერი - ეჯაილ გუნდი

თიბისი ბანკი


22 თებ - 08 მარ

logo

.Net დეველოპერი-ციფრული ბანკინგის გუნდი

თიბისი ბანკი


05 თებ - 05 მარ

logo

Android Developer

Cryptx


02 თებ - 01 მარ

Android Developer

Flat Rock Technology


13 თებ - 13 მარ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV