მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი ქუთაისში

თარიღები: 23 თებ - 06 მარ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@unik.edu.ge
მეცნიერება/განათლება:  უმაღლესი განათლება ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  განათლების სექტორი

„შპს ქუთაისის უნივერსიტეტი” (www.unik.edu.ge) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავლაპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.

„ქუთაისის  უნივერსიტეტი’’ აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 6 მარტი

თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13 

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე

 

ძირითადი მოვალეობები :

  • აბიტურიენტთა დოკუმენტების მიღება და მათთან საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმება;
  • სტუდენტის სტატუსის მოპოვების/შეჩერების/შეწყვეტის/დამატებით სემესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დეკანისთვის მიწოდება;
  • სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება;
  • პროგრამის ხელმძღვანელების ჩართულობით  ცხრილის შედგენის უზრუნველყოფა;
  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი, ასევე აკადემიური/მოწვეული პერსონალის მიერ ლექცია/სემინარებზე დროულად გამოცხადების კონტროლი;
  • კრედიტების აღიარების კომისიის საქმიანობის ხელშეწყობა;
  • დიპლომის, დიპლომის დანართის, სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელი ინფორმაციის მომზადება და დეკანისთვის მიწოდება;
  • სტიპენდიანტთა სიის დეკანისთვის წარდგენა;
  • სტუდენტთა და აკადემიური/მოწვეული პერსონალის ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტების კონსულტირება, მათი მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვაში და მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში მონაწილეობა;
  • დეკანისთვის სტუდენტის სწავლის დამადასტურებელი ცნობების და ნიშნების ფურცლის პროექტების მომზადება და წარდგენა;
  • შიდა საუნივერსიტეტო ბაზაში აკადემიური/მოწვეული პერსონალის მიერ შუალედური შეფასებების (გარდა შუალედური და დასკვნითი/დამატებითი გამოცდებისა) დროულად ასახვის მონიტორინგი;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადება;
  • სტუდენტისთვის ინფორმაციის მიწოდება შიდა საუნივერსიტეტო აქტებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ასევე ინფორმაციის მიწოდება მათი უფლებების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება;
  • სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად დეკანის მითითებების შესრულება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
  • მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო მენეჯერებისთვის აუცილებელია ინგლისური ენა - B2 დონე.

 

 

ვაკანსიის დეტალები

  • კონკურსი გამოცხადებულია 2021 წლის 18 თებერვალს  და დასრულდება 6 მარტს.
  • კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
  • კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
  • დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (ინგლისურ და ქართულ ენაზე) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@unik.edu.ge


გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად” თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.  შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ქუთაისის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშავოს  აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.


მსგავსი განცხადებები
საექთნო კლინიკური პრაქტიკის მენტორი

საქართველოს უნივერსიტეტი


17 თებ - 28 თებ

2D და 3D გრაფიკული პროგრამების პედაგოგები

VIP Intellect Group


11 თებ - 12 მარ

logo

AutoCAD/ArchiAD/3D MAX-ის პედაგოგი

VIP Intellect Group


11 თებ - 12 მარ

logo

Course Instructor/Teacher

UCMAS


25 თებ - 25 მარ

logo

Power-BI-ის პრაქტიკოსი სპეციალისტი-პედაგოგი

VIP Intellect Group


11 თებ - 12 მარ

logo

WEB პროგრამირების პრაქტიკოსი სპეციალისტი-პედაგოგი

VIP Intellect Group


11 თებ - 12 მარ

logo

ბიზნეს ლაბორატორიის სპეციალისტი

თბილისის თავისუფალი აკადემია


18 თებ - 05 მარ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV