კომპანია SENSES აცხადევს ვაკანსიას HR-პოზიციაზე ბათუმში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- HR პოლიტიკა და სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
- თანამშრომელთა ყოველთვიური ანაზღაურების დაანგარიშება (ფეიროლი);
- კომპანიის ბიზნეს-პროცესებში ჩართულობა და სხვადასხვა დეპარტამენტების მხარდაჭერა სტრატეგიული გეგმების შემუშავებასა და განხორცილებაში;
- საჭიროების შეთხვევაში თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად საჭირო საორგანიზაციო პროცესის დაგეგმვა და მართვა (ტრენინგის საჭიროების განსაზღვრა, ჩატარების/დასწრების/შეფასების უზრუნველყოფა);
- თანამშრომლის შერჩევა/დაქირავების პროცესის სრულად მართვა;
- სახელფასო და საბონუსე სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის საკადრო დოკუმენტაციის მართვა (ბრძანებების, შრომითი ხელშეკრულებების, თანამდებობრივი ინსტრუქციების/აღწერილობების, შიდა რეგლამენტების შექმნა/პერიოდული განახლება/გაცნობა და ა.შ.);
- ყოველთვიური საშტატო განრიგის წარმოება (ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და ასახვა);
- თანამშრომელთა დასწრების კონტროლი;
- თანამშრომელთა დაწინაურების/როტაციის პროცესის კოორდინაცია;
- თანამშრომელთა წამახალისებელი და სხვა სახის HR პროექტების/ღონისძიებების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;
- კადრების საჭიროების განსაზღვრა და ხელმძღვანელ პირებთან რეკომენდაციების მომზადება;
აუცილებელი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით);
- ინგლისური ენის ფლობა (C1);
- MS Office პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
- სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
- საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
- დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე bthtextile@gmail.com და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან,
გისურვებთ წარმატებას!