ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თარიღები: 15 თებ - 15 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@beeline.ge
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი

ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

 

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს „ვიონი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:

https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

 

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ერისთავის ქ. 6.

სამუშაო გრაფიკი არის მცოცავი, გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლებს.

შერჩევის ეტაპები: გასაუბრება და ტრენინგი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბილაინის სატელეფონო ცენტრში შემოსული ზარების მიღება
  • არსებული და პოტენციური აბონენტებისთვის ეფექტური სატელეფონო მომსახურების გაწევა
  • კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით (სატარიფო გეგმის ცვლილება, მომსახურებების ჩართვა/გამორთვა და სხვა);
  • პრობლემების და მათი მოგვარების გზების იდენტიფიცირება
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა

 

თუ შენ:

  • მიღებული გაქვს უმაღლესი განათლება
  • გაქვს მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას, აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • გაქვს MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint)
  • შეგიძლია გამართულად მეტყველება
  • ხარ ორგანიზებული და შრომისმოყვარე
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ხარ კომუნიკაბელური
  • შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება
  • შეგიძლია სტრესულ სიტუაციაში მუშაობა
  • გაქვს ანგარიშგების  მომზადებისა და საქმიანი კორესპონდენციის წარმოების უნარი
  • და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,

 

გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: vacancy@beeline.ge 2021 წლის 15 მარტის ჩათვლით.

 

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.


მსგავსი განცხადებები
Call Center Representative

Company


15 თებ - 15 მარ

Call Centre Quality Assurance Exec – Spoken English

Shaw Academy


09 თებ - 09 მარ

Call-Center Operator

DSPRO


08 თებ - 09 მარ

Night Shift Call Center Operator

GHS Consulting


26 თებ - 27 მარ

ადგილზე მიტანის სამსახურის ოპერატორი

ორიგინალი ჯგუფი


02 თებ - 03 მარ

ადმინისტრატორი / ოპერატორი ქუთაისში

მეგო.ჯი


16 თებ - 15 მარ

ასისტანსის დღის ოპერატორი

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია


02 მარ - 31 მარ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV