სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარეს პოზიციაზე.
მოვალეობები:
- სავაჭრო აგენტისგან ან მძღოლ ექსპედიტორისგან მიღებული ნაღდი ფულის ზუსტი აღრიცხვა, აპარატზე სიყალბეზე შემოწმება და შესაბამისი გატარების წარმოება.
- ნაშთის არ დამთხვევის შემთხვევაში აცნობოს მთავარ ბუღალტერს.
- ყალბი კუპიურის მიღების შემთხვევაში უნდა აცნობოს სუპერვაიზერს. ყალბი კუპიურა მიღებულად არ ჩაითვლება.
- თანხის მიღება უნდა მოხდეს იმ სავაჭრო აგენტისგან ან მძღოლ-ექპედიტორისგან. ვისაც ეკუთვნის ნავაჭრი სხვა ნებისმიერი პირის მიერ თანხა არ მიიღება. თანხის მიღებისას სავალდებულოა სავაჭრო აგენტის ან მძღოლ ექსპედიტორის დასწრება.
- ყოველი თვის ბოლოს მთავარ ბუღალტერს წარუდგინოს ანგარიშვალდებული პირების სია.
- შემოსავლის ორდერის ამობეჭდვა და ხელმოწერით დადასტურება ორივე მხრიდან. აღნიშნული დოკუმენტაციის აღრიცხვა და დღეების მიხედვით დაფაილება. (როგორც პროგრამულად ასევე დოკუმენტურად)
- თანხის მიღება გაწერილი პროცედურის შესაბამისად.
- ყველა სახის ნაღდი ფულის გაცემა სტანდარტის შესაბამისად. თანხის გაცემა უნდა მოხდეს შესაბამისი საქვენაგარიშო დოკუმენტის საფუძველზე (კომერციული დირექტორის ხელოწერით დამოწმებული)
- ინკასაციის დაბარება ხდება მთავარი ბუღალტრის მიერ კომერციულ დირექტორთან შეთანხმების საფუძველზე.
- ყოველი ინკასაციისთვის თანხის მომზადება, ბანკის სტანდარტების შესაბამისად. (შეუთანხმდეს მთავარ ბუღალტერს როდისთვის იქნება თანხა მზად ინკასაციისთვის გადასაცემად)
- ყველა გამოწერილი ზედნადების ფაქტიურ რაოდენობებთან შედარება. გარკვეული შეუსაბამობის შემთხვევაში აცნობოს მთავარ ბუღალტერს. ზედნადების ერთი ხელმოწერილი ეგზემპლარის ბუღალტერიაში შენახვა.
- მთავარი ბუღალტრისთვის მონაცემების მიწოდება სადისტრიბუციო კომპანიასა და წარმოებას შორის არსებული ვალდებულების შესახებ.
- წინა დღით მოსული შეკვეთების მიხედვით მიღებული ზედნადებების RS ზე ატვირთვა.
- შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში გამოწერილი ზედნადების RS -ზე გაუქმება
- მობრუნებული პროდუქციის შემთხვევაში შესაბამისი კორექტირების წარმოება. კორექტირების დოკუმენტაციის საწყობისთვის გადაცემა. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში აცნობოს მთავარ ბუღალტერს.
- მთავარი ბუღალტრისთვის ყველა საჭირო ბუღალტრული მონაცემის მიწოდება (ბაზების, ინდ. მეწარმეების, გარე სავაჭრო ობიექტების, დისტრიბუტორების და სავაჭრო ობიექტების დებიტორული დავალიანების შესახებ)
- გაუყიდავი პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების წარმოება.
- პრისეილერებთან შედარება რეალიზებულ და მობრუნებულ პროდუქციაზე.
- მზა პროდუქციის საწყობთან ყოველდღიური შედარებების წარმოება. ყოველკვირეულად შესაბამისი შედარების აქტების გაფორმება.
ანგარიშგების ფორმები:
- ყოველდღიურად ნაშთის გამოყვანა აღნიშნული მონაცემის მთავარი ბუღალტრისთვის მიწოდება.
სასურველია FMG soft - პროგრამის ცოდნა
დაინტერესებული პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: accountant12@hr.ge
CV-ის გადმოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება