თარიღები: 15 თებ - 08 მარ |
მდებარეობა: თბილისი |
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი |
განათლება: ბაკალავრი |
ენები: ინგლისური , რუსული |
ელ. ფოსტა: vacancy@palitra.ge |
„პალიტრა მედია ჰოლდინგი“ -ს წევრი კომპანია ”გამომცემლობა პალიტრა L” აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.
გამომცემლობა პალიტრა L დაარსდა 2005 წელს, დღეს კი ქართულ საგამომცემლო სივრცეში ყველაზე დიდ და წარმატებულ გამომცემლობას წარმოადგენს.
გამომცემლობა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში; თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა: Desney, HarperCollins, Penguin Random House და სხვა. პალიტრა L - მა განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური და მასშტაბური პროექტები, როგორიცაა : „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“, „ლიბერთინსი“, „ლურჯი ოკეანე“ და სხვა.
„პალიტრა L “ წლის განმავლობაში 400-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ჟანრის, ქართველი და უცხოელი ავტორის წიგნს გამოსცემს.
დაინტერესებული პირები, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს:
http://hr.palitra.ge/vacancy/0xa31d005056a2625311eb6ee525124a8a
ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge
subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 8 მარტი.
გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:
გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.
Procurement Supervisor ჰიდრო ინშაათ სერვისის ფილიალი საქართველოში 28 იან - 26 თებ |
Менеджер по Закупкам EKK Industrial Sales and Marketing Management 10 თებ - 09 მარ ![]() |
Менеджер по работе с поставщиками со знанием немецкого языка EKK Industrial Sales and Marketing Management 01 თებ - 28 თებ ![]() |
ადგილობრივი შესყიდვების ოფიცერი თეგეტა მოტორსი 09 თებ - 10 მარ |
ნედლეულის შესყიდვების მენეჯერი ქართული აგრო სახლი 18 თებ - 04 მარ |
ოფისის მენეჯერი / შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი როტო პრინტი 23 თებ - 22 მარ |
საერთაშორისო და შიდა ბაზრის შესყიდვების მენეჯერი გრანდ ელექტრონიქსი 01 თებ - 02 მარ |