AWARD ჰოლდინგი წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიათა გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპანიები: შპს ,,AWARD’’, „ევორდ დრილინგი“, „ევორდ ფექტორი“, „ევორდ ტრანსპორტი“ და სამშენებლო კომპანია „მამისონი“.
შპს ,,AWARD’’ აცხადებს გენერალური მენეჯერი ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება: საინვესტიციო კომპანიის გენერალური მენეჯერი
ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სახელფასო სარგო: 5000 ლარი
მოვალეობები:
- სამუშაო გუნდთან ერთად ბაზარზე არსებული უძრავი ქონებისა და საინვესტიციო პროექტების მონიტორინგი და შერჩევა;
- სამუშაო გუნდისთვის ყოველთვიური და ყოველწლიური მიზნების დასახვა და შესრულების კონტროლი;
- სააგენტოს ყოველთვიური ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება და დამტკიცება;
- სააგენტოს გუნდის მიერ დამუშავებული საინვესტიციო პროექტების ანალიზი, განხილვა და დამტკიცება;
- ბიზნესის ზრდისა და ეფექტიანობის მაქსიმიზაციისკენ მიმართული სტრატეგიის შემუშავება;
- ადმინისტრაციული საქმიანობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში საკადრო ცვლილებების განხორციელება;
- უძრავი ქონების რეგისტრაციასა და შესყიდვებთან დაკავშირებული სახელმწიფო რეგულაციებისა და კანონმდებლობის მუდმივი მონიტორინგი;
- კომპანიის პიართან დაკავშირებული საქმიანობის მართვა, მარკეტინგული ღონისძიების დაგეგმვა და სხვ.
- კომპანიის წარმომადგენლობითი შეხვედრების გამართვა დაინტერესებულ პირებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას, მათთან მოლაპარაკება და პოზიტიური საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
განათლება: უმაღლესი განათლება იურიდიული, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროს მიმართულებით.
პროფესიული მოთხოვნები:
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება უძრავი ქონების სააგენტოში მუშაობის გამოცდილება);
- საქართველოს კანომდებლობის მიხედვით უძრავი ქონების შესყიდვასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა (ვერბალური და წერითი კომუნიკაცია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge.
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 10/03/2021.
გისურვებთ წარმატებას!