ფარმაცევტი შესყიდვების დეპარტამენტში

თარიღები: 11 თებ - 10 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: რუსული
ელ. ფოსტა: hr@smartpharm.ge
შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი) სამედიცინო:  ფარმაცია

“Smartpharm” ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. „SmartPharm” იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm -ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.   დღეის მდგომარეობით „SmartPharm”  მთელი საქართველოს მასშტაბით  800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

 

კომპანია “Smartpharm” აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტის ფარმაცევტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი,

სამუშაო განაკვეთი:  ორშაბათი-პარასკევი სრული , შაბათი - ნახევარი დღე

ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნაშთებისა და მარაგების კონტროლი და მონიტორინგი
  • შესყიდვების სწორი დაგეგმვა და ორგანიზება
  • ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება
  • კონკურენტული ბაზრის შესწავლა, ანალიზი
  • სტრატეგიების შემუშავება კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად
  • პარტნიორებთან სტრატეგიული შეთანხმებების წარმოება საბითუმო შესყიდვა-გაყიდვებთან დაკავშირებით
  • იმპორტის პოზიციების მოძიება, დამუშავება და იმპორტის მენეჯერებისათვის ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო შესყიდვების საწარმოებლად

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უმაღლესი ფარმაცევტული განათლება ან განათლება  ჯანდაცვის სფეროში;
  • სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა -განსაკუთრებით MS Excel.

 

უნარები/პიროვნული თვისებები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარები;
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

 

„Smartpharm” გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ  ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

 

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

  • CV (რეზიუმე) გადარჩევა;
  • ტესტირება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება ;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელ.ფოსტაზე : hr@smartpharm.ge


მსგავსი განცხადებები
ავტონაწილების მომმარაგებელი

კ-მოტორსი


16 თებ - 15 მარ

ვეტ აფთიაქის გამგე-გამყიდველი ქუთაისში

პრემიქსი


15 თებ - 15 მარ

logo

პარმაცევტი

პრაიმფარმ +


11 თებ - 10 მარ

ვეტერინარ-ფარმაცევტი

ვეტერინალურ-ფარმაცევტული კომპანია


19 თებ - 20 მარ

კლინიკური საწყობის ფარმაცევტ-ოპერატორი

გეფა


19 თებ - 20 მარ

პროდუქციის მენეჯერი

ფარმაცევტული კომპანია როტაფარმი


23 თებ - 24 მარ

საერთაშორისო და შიდა ბაზრის შესყიდვების მენეჯერი

გრანდ ელექტრონიქსი


01 თებ - 02 მარ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV