კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

თარიღები: 10 თებ - 08 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@primeinsurance.ge
დაზღვევა:  კორპორაციული გაყიდვები (დაზღვევა)

 სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი არის ევროპული ინვესტიციით შექმნილი დასავლური სტანდარტების კომპანია, რომელიც 2007 წლიდან არის წარმოდგენილი ბაზარზე. 2018 წლიდან კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა. სადაზღვევო კომპანია პრაიმი გამოირჩევა სტაბილურობით, მზარდი კაპიტალით, პროვაიდერთა ქსელის მრავალფეროვნებითა და კონკურენტული პროდუქტებით. სადაზღვევო კომპანია პრაიმის აქციონერი არის ევროპული საინვესტიციო კომპანია - Mercury Europe Holdings SA.

 

სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების განსაზღვრა, მათთვის შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება;
  • პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება პროდუქტის მახასიათებლებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციის ჩატარება;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკება, შეთანხმების შემთხვევაში სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება;
  • შეთანხმების შემდგომ დაზღვეულების უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის მომსახურებით;
  • კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით გაყიდვების სხვადასხვა არხების მოძიება;
  • გაყიდვების გეგმის განხორციელება შესაბამის ვადებში;
  • განსაზღვრული პერიოდულობით ანგარიშის მომზადება გაყიდვებთან დაკავშირებით.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

ცოდნა და გამოცდილება

  • გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები და უნარები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოალაპარაკების წარმოების უნარი;
  • დამაჯერებლობა კომუნიკაციისას;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა და აკურატულობა.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@primeinsurance.ge    სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის  08 მარტი.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია (რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი, სხვა თანდართული დოკუმენტი) შეიძლება შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის ხელმისაწვდომი გახდება განაცხადების განხილვისა და კანდიდატების შერჩევის პროცესში, დამუშავდება   კომპანიის მიერ არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით). აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვვევაში, გვქონდეს თქვენი კანდიდატურის კიდევ ერთხელ განხილვის შესაძლებლობა. თუ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებსაც, მისგან თანხმობის მოპოვების ვალდებულება აღნიშნული მონაცემების სს სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გეკისრებათ თქვენ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტ(ებ)ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით.


მსგავსი განცხადებები
გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი

სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია


01 თებ - 01 მარ

ვიპ გაყიდვების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


23 თებ - 08 მარ

logo

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია უნისონი


24 თებ - 25 მარ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი


22 თებ - 23 მარ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო


08 თებ - 09 მარ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თიბისი დაზღვევა


12 თებ - 28 თებ

logo

კორპორატიული კლიენტების მომსახურების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


16 თებ - 02 მარ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV