მოსწავლე-მექანიკოსთა მოსამზადებელი პროგრამა

თარიღები: 09 თებ - 09 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
განათლება: პროფესიული კოლეჯი
ენები: ინგლისური

სხვა ვებ გვერდზე

ავტო-მოტო სერვისი:  მსუბუქი მანქანის მექანიკოსი

მოსწავლე-მექანიკოსთა მოსამზადებელი პროგრამა - თბილისი

 

ვაკანსიის კოდი .............TGM0000870

ადგილმდებარეობა ........თბილისი

ორგანიზაცია .................თეგეტა მოტორსი

მოქმედების ვადა .........09.03.2021

კატეგორია ...................ტრენინგები და სწავლება

დასაქმების ტიპი ........სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი ........სტანდარტული გრაფიკი

გამოცდილების დონე...არ არის განსაზღვრული

 

ძირითადი მოთხოვნები

  

განათლება

  • პროფესიული, სტუდენტი, არასრული უმაღლესი

 

ენები

  • ქართული - ძალიან კარგი
  • ინგლისური - საშუალო

 

უნარები

  • აქტიურობა, ენერგიულობა
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

 

 

სამუშაოს აღწერა

ჰოლდინგური კომპანია თეგეტა მოტორსი

მოსწავლე-მექანიკოსთა მოსამზადებელი პროგრამა

 

კომპანიის შესახებ

თეგეტა მოტორსი მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა. ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 25 წლიანი წარმატების გზა განვლო,

დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე.

კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით.

 თეგეტა მოტორსი მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“. თეგეტა მოტორსი მრავალი  ჯილდოს მფლობელია, მან უკვე 4-ჯერ მოიპოვა „ოქროს ბრენდის" სტატუსი. უმაღლესი დონის სერვისმა და საერთაშორისო სტანდარტების სერვის-ცენტრებმა განაპირობა ის, რომ თეგეტა მოტორსს, პირველად საქართველოში, ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ISO 9001:2015 სტანდარტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა. ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციისა და მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, თეგეტა მოტორსმა საქართველოში პირველმა დანერგა ბიზნესის მართვისა და ბიზნეს-პროცესების ადმინისტრირების ავტომატიზებული თანამედროვე პროგრამა SAP.

 

პროფესიული კურსი დასაქმების შესაძლებლობით თეგეტა მოტორსში

 

თეგეტა მოტორსი იწყებს სტაჟირების პროგრამას დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც სურს მიიღოს თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, დაეუფლოს პროფესიას ავტოინდუსტრიაში, სხვადასხვა მიმართულებებით,  და დასაქმდეს საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში.

  • სტაჟირება ანაზღაურებადია.
  • გრაფიკი -  სრული 
  • ხანგრძლივობა - 6 თვე.

 

პროფესიული სწავლება ცხადდება თეგეტა მოტორსის სერვისში, შემდეგი მიმართულებით:

  • მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილი;
  • ძრავსა და გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა;
  • ვულკანიზაცია.

 

წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის სხვადასხვა ფილიალებში თბილისის მასშტაბით.

ტრენინგებს ჩაატარებენ თეგეტა აკადემიის ტრენერები და თეგეტა მოტორსის წარმატებული, მრავალწლიანი გამოცდილებისმქონე პრაქტიკოსი სპეციალისტები.

 

თეგეტა მოტორსი სტუდენტებს სთავაზობს:

  • მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლების და დასაქმების შესაძლებლობას საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
  • თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
  • უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს;
  • საერთაშორისო დონის ტრენინგების გავლის შესაძლებლობას.

 

პროფესიული კურსით დაინტერესებული კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • გასაუბრება;
  • ტესტირება (ზოგადი უნარები; უცხო ენა)

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/870

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე,

თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

 

სხვა ვებ გვერდზე


მსგავსი განცხადებები
სავალი ნაწილების ხელოსანი

ჯეო ავტო სერვისი


08 თებ - 08 მარ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV