ფინანსური დირექტორი

თარიღები: 04 თებ - 05 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ელ. ფოსტა: hr@europroduct.ge
TOP მენეჯმენტი:  ფინანსური დირექტორი(CFO)

შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Heidi, Elpozo და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან დაიწყო ბრენდული მარკეტების ქსელის „ევროპროდუქტის“ გახსნა. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:00 სთ.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი პროექტების საინვესტიციო ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფა;
  • გამართული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების უზრუნველყოფა;
  • ბიუჯეტირების პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველყოფა ყველა საჭირო სტრუქტურული რგოლის ჩართვით;
  • ბიუჯეტის პირველადი და დაკორექტირებული ფორმის სამეთვალყურეო საბჭოზე გატანა და დამტკიცების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის კვალიფიციური ანალიზის წარმოების უზრუნველყოფა;
  • ფინანსური რეპორტების მომზადების უზრუნველყოფა დადგენილი პერიოდულობით მენეჯმენტისა და დამფუძნებლებისთვის;
  • კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების პერიოდული ანალიზი და ხარჯების შემცირების რეზერვების ძიება;
  • კომპანიის მიერ წარმოებული შესყიდვების ოპერაციების ანალიზი და ხარჯების შემცირების რეზერვების ძიება;
  • ხარჯების შემცირების წინადადებების დამუშავება და ანგარიშის სახით წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოზე;
  • ფინანსური აუდიტის ჩატარების უზრუნველყოფა და გარე პირების მხარდაჭერა პროცესში;
  • ფინანსური რისკების პრევენციის, გამოვლენისა და მოგვარების სამუშაოების ორგანიზება და მართვა;
  • საგადასახადო, მარეგულირებელ ორგანოებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა;
  • სხვა საჭირო ფუნქციების შესრულება მიზნიდან და ამოცანებიდან გამომდინარე.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია სადისტრუბუციო ან/და რითეილ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) სრულყოფილად ცოდნა; Excell-ს ფლობა მაღალ დონეზე.

 

 

პიროვნული თვისებები:

  • მენეჯერული უნარ- ჩვევები;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@europroduct.ge

 

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებებს!


მსგავსი განცხადებები
ფინანსური დირექტორი

გრანდ ელექტრონიქსი


18 თებ - 08 მარ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV