თარიღები: 15 იან - 13 თებ |
მდებარეობა: საზღვარგარეთ |
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი |
განათლება: ბაკალავრი |
ენები: ინგლისური , გერმანული |
ელ. ფოსტა: jobs@lossin.technology |
ვაკანსიის სახელწოდება: პროგრამისტი (Software Developer),C#/. NET
თუ ეძებ მრავალფეროვნებას, ისწრაფი სიახლეებისაკენ, გსურს გამოცდილების/ცოდნის გაღრმავება და დაინტერესებული ხარ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით ნებისმიერი მოცულობის პროექტის ფარგლებში, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა, სადაც შეძლებ მიიღო მოგება და განვითარდე საკუთარი, როგორც პროგრამისტის, შესაძლებლობების გამოყენებით.
სამუშაო ადგილი: კარლსრუე, ბადენ-ვიუტენბერგი, გერმანია.
სერვისები - საინფორმაციო ტექნოლოგიები და ტელეკომუნიკაცია (IT&Telecom) - პროგრამირება და აპლიკაციის მართვა (Software Development & Application Managment) - სხვა
სამუშაოს აღწერილობა:
მოთხოვნები:
ჩვენი კომპანიის კორპორატიული კულტურა ემყარება კომპანიის ყველა დონეზე, კომპანიაში მომუშავე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა კოლეგიალურ ურთიერთპატივისცემას. აღნიშნული მოიცავს კომპანიის ადგილობრივ გუნდთან ერთად სხვადასხვა სოციალურ აქტივობებს. დრო და დრო ეწყობა კლიენტთა მომსახურების მენეჯერთან შეხვედრები გამოხმაურებების, თქვენს წინაშე მდგარი გამოწვევებისა და თქვენი სამომავლო ხედვების განხილვის მიზნით. თვითგანვითარება და თვითსწავლა გიქმნით იდეალურ პირობებს, რომ გაიუმჯობესოთ უნარები და მზად იყოთ მომავალი პროექტებისათვის.
ჩვენს კომპანიაში მუშაობა ნიშნავს ასრულებდე საინტერესო სამუშაოს, გქონდეს სწრაფვა პროფესიული ზრდისკენ, სარგებლობდე მზარდი დამსაქმებლის უსაფრთხო მხარდაჭერით და იკვლევდე კომპიუტერული ტექნოლოგიების მრავალფეროვან სამყაროს. ჩვენს კომპანიას აქვს 40 ფილიალი და 3 კვლევითი ცენტრი მხოლოდ ევროპაში. ხოლო, მსოფლიო მასშტაბით მოქმედ 97 ფილიალში დასაქმებულია 10 000 თანამშრომელი.
გაჩერდე ნიშნავს ჩამორჩე, იმოძრავე ჩვენს კომპანიასთან ერთად!
ანაზღაურება და შრომითი ურთიერთობები:
შრომის ანაზღაურება და დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის შრომითი ურთიერთობები წესრიგდება გერმანიის შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანია არ განიხილავს პერსპექტიულად სამუშაოს დისტანციურად, საქართველოდან შესრულებას და ვაკანსიაზე შერჩევის შემთხვევაში, აპლიკანტი გერმანიაში უნდა გაემგზავროს სამუშაოდ.
ყოველთვიურად დასარიცხი საწყისი ხელფასი - 4000 ევრო (4000€)
საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში, CV (PDF ფორმატში, თანდართული ფოტოთი 3X4-ზე და მოკლე უცხოენოვანი CV-ის ვერსიით ინგლისურ ან გერმანულ ენაზე (brief CV)) გაგზავნეთ: შუამავალი ორგანიზაცია გერმანიაში -
"Lossin Technology GmbH & Co. KG", e-mail: jobs@lossin.technology
წერილის თემის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ: პროგრამისტი 201901. შენიშვნა: სასურველია ფოტო იყოს არაოფიციალური, ბუნებრივი, მაგალითად, ოდნავ გაღიმებული სახით. მიეცით CV-ის სახე, საიდანაც გარდა ანკეტური მონაცემებისა და განათლების/უნარების შესახებ ინფორმაციისა, შესაძლებელი იქნება შეფასდეს თქვენი საქმისადმი სკრუპულოზური მიდგომა, კრეატიულობა, მოწესრიგებულობა. ყველა ეს დეტალი კომპანიისთვის და მასში დასაქმებული თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია.
შენიშვნა: პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით და დაწესებული შეზღუდბვების პირობებში, მათ შორის გერმანიაში, ვაკანსიაზე შემოტანილი განაცხადის განხილვა და პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში, სამუშაოს დაწყება შესაძლოა გაჭიანურდეს.
.NET Developer FINA 11 იან - 01 თებ ![]() |
.Net დეველოპერი-ციფრული ბანკინგის გუნდი თიბისი ბანკი 11 იან - 22 იან ![]() |
.NET/ERP Software Developer BIT 18 დეკ 2020 - 16 იან ![]() |
Android Developer ბროკერს აი ო 29 დეკ 2020 - 27 იან |
1C დეველოპერი OneSoft 30 დეკ 2020 - 25 იან |
Back-end დეველოპერი ასია სოფთვეარ 12 იან - 09 თებ |
Back-end Developer პროკრედიტ ბანკი 14 იან - 25 იან |