საერთაშორისო კომპანია KFC (Iberia Food Company) აცხადებს ვაკანსიას რესტორნის დირექტორის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
- გაყიდვების, მოგებისა და წარმოების გაზრდა, რესტორნის ბიუჯეტის დაგეგმარება და მისი ყველა კომპონენტის ზედმიწევნით შესრულება
- ლოკალური მარკეტინგული პროგრამების განხორციელება
- პროდუქტის უმაღლესი ხარისხის დონის შენარჩუნება
- პერსონალის მართვა (კადრების მოძიება, შერჩევა, სამსახურში აყვანა, ადაპტირება და ორიენტაცია. თანამშრომლების სწავლება, განვითარება და მათი სამსახურში შენარჩუნება. შესრულებული სამუშაოს შეფასება და კარიერული განვითარება თანასწორუფლებიან პირობებში)
- რესტორნის დოკუმენტბრუნვის კონტროლი განსაზღვრული ვადების დაცვით
- კოპმანიის მსოფლიო სტანდარტებთან მუდმივად შესაბამისობაში ყოფნა, რათა დაკმაყოფილებულ იქნას სტუმრების მოთხოვნები. რესტორნის სტუმრებთან მუდმივი კონტაქტის ქონა;
- რესტორნის ყოველ ერთეულში ინვენტარიზაციის ორგანიზება და კონტროლი, ამ ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი
- უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით ზუსტი დაცვა თანამშრომლების მიერ სამუშაოს შესრულების პროცესში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება მინიმუმ სამი წელი მმართველ თანამდებობაზე სარესტორნო ბიზნესში (სასურველია გარკვეული პერიოდი რესტორნის დირექტორის პოზიციაზე)
- რუსული ენის ცოდნა
- ქართული გამართულად და თავისუფლად მეტყველება და წერა
- უმაღლესი განთლება
- საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა (Word, Excel, PowerPoint)
სამუშაო პირობები:
- კონკურენტუნარიანი ხელფასი
- ბონუსები შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით
- სოციალური პაკეტი (ჯანმრთელობის დაზღვევა სა ხვა ბენეფიტები)
- განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მაშტაბურ საერთასორისო კომპანიაში
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნეთ CV ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: hr@ifc.ge
გთხოვთ პოზიციის დასახელება - რესტორნის დირექტორი მიუთითოთ იმეილის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი აპლიკაცია არ განიხილება.
Iberia Food Company-ის შერჩევის გუნდი, დაუკავშირდება მხოლოდ შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებს.
დეპარტამენტი: საოპერაციო დეპარტამენტი
ანგარიშვალდებულება: საოპერაციო დირექტორი
ადგილმდებარეობა: ბათუმი
მივლინება: თბილისი
დასაქმების სტატუსი: სრული განაკვეთი