ცვლის უფროსი

თარიღები: 23 იან - 11 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: career.caucasus@pepsico.com
წარმოება/ოპერაციები:  წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა წარმოების/ქარხნის მართვა

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მესამე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2020 ევროპასა და საქართველოში.      
 

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს წარმოების ცვლის უფროსის თანამდებობაზე.

პოზიციის როლი

  • რძის პროდუქტების წარმოების პროცესების ორგანიზება და კონტროლი ცვლის განმავლობაში, კომპანიის რესურსების განაწილებისა და ეფექტური გამოყენების კონტროლი.  

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მზა პროდუქციის წარმოების პროცესების ორგანიზება, დაფასოების საამქროს ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, ნედლეულის და სხვა მასალების ხარჯების შემცირება, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და შრომის ეფექტიანობის გაზრდა.
  • საწარმოო პროცესების პერსონალის სამუშაოს ორგანიზება
  • დაფასოების მანქანა-დანადგარებისა და საწარმოო წარმადობის გათვლების შესრულება, მზა პროდუქციის გამოშვების ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესება.
  • ნედლეულისა და სხვა მასალების ნორმების შემუშავება და დანერგვა, წუნდებული პროდუქციის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება.
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა
  • რძის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ნედლეული, მასალების, ინგრედიენტებისა და შესაფუთი მასალების შესყიდვებზე განაცხადის დროული მომზადება
  • ყოველდღიური საწარმოო ანგარიშების დახურვა
  • წარმოების სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის დაცვა
  • მზა პროდუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა შემთხვევის / ცვლილების შესახებ ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დროული ინფორმირება
  • 1С პროგრამაში მზა პროდუქციის შესახებ მონაცემთა დროული შემოწმება  

 

 

კანდიდატის პროფილი:

  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 3 წელი მუშაობის გამოცდილება საწარმოო პროცესების მართვის, დაგეგმვის მიმართულებით 
  • გუნდის მართვის გამოცდილება
  • შედეგებზე ორიენტირება
  • MS პროგრამების (Excel, PowerPoint, Word) ცოდნა
  • უცხო ენები: რუსული B1+ დონეზე, ინგლისური სასურველია

 

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com და  მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე  იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV