სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი

თარიღები: 13 იან - 01 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@adli.ge
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამუშაოთა მწარმოებელი

სამშენებლო კომპანია „ადლი“ 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, ,მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

შპს „ადლი“ არაერთი საერთაშორისო კომპანიის პარტნიორია. სწორედ ამიტომ, იგი მომხმარებელს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების სამშენებლო და სარემონტო მასალებს სთავაზობს.

კომპანია „ადლი“ ჩართულია ისეთი ცნობილი პროექტების სამშენებლო სამუშაოებში როგორიცაა: შპს „ტერასა ჯგუფი“, შპს „მეგობრობა“, შპს “ფენიქსი“, „ინოვაციების ცენტრი“, სასტუმრო „თბილისი თაუერი“ და სხვა.

 

სამშენებლო კომპანია „ადლი“ აცხადებს ვაკანსიას - სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის ვაკანსიაზე.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
  • სამშენებლო საქმეთამწარმოებლის ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Autocad, Archicad)
  • ინგლისური ან რუსული ენების ფლობა ჩითვლება უპირატესობად;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა;
  • მშენებლობის გეგმა-გრაფიკის შედგენა/შესრულება;
  • სამშენებლო პროცესის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციის და დადგენილი ნორმების შესაბამისად;
  • საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამშენებლო მასალების ხარისხის და რაოდენობის კონტროლი;
  • პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;
  • სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცის წარმოება;
  • სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
  • ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგებების წარმოება;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 01 თებერვალი, 2021 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.


მსგავსი განცხადებები
სამეურნეო დეპარტამენტის თანამშრომელი ქუთაისში

გორგია


23 დეკ 2020 - 21 იან

logo

სამუშაოთა მწარმოებელი

ბალტიის ბიზნეს განვითარება


04 იან - 02 თებ

სამუშაოთა მწარმოებელი

ნიუ კონსტრაქშენი


11 იან - 31 იან

საქმის მწარმოებელი ლანჩხუთში

ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს


28 დეკ 2020 - 26 იან

სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი

ადლი


06 იან - 01 თებ

logo

სამუშაოთა მწარმოებელი / პრარაბი

დელუქს თიმ ჯორჯია


12 იან - 31 იან

საქმეთა მწარმოებელი

სამშენებლო კომპანია ეს კონსტრაქშენი


11 იან - 09 თებ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV