ESC გაცვლითი მოხალისეობრივი პროექტები საზღვარგარეთ

თარიღები: 13 იან - 25 იან
მდებარეობა: საზღვარგარეთ
დასაქმების ფორმა: სეზონური/დროებითი

სხვა ვებ გვერდზე

არასამთავრობო (NGO):  მოხალისე

ახალგაზრდული ორგანიზაცია ბიტისი გთავაზობთ ერაზმუს + ით დაფინანსებულ მოკლე და გრძელვადიან მოხალისეორივ სერვისებს ევროპის ქვეყნებში. მოხალისეები ჩართულნი იქნებიან მასპინძელი ორგანიზაციების ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც მოიცავს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების მოწყობასა და საინტერესო აქტივობების შეთავაზებას. მოხალისეები მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის მიმდინარე საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც დაკავშირებული იქნება სკოლებთან, სასწავლო ინსტიტუტებთან, ადგილობრივ დაწესებულებებთან, გარემოსთან. მოხალისეები ჩართულნი იქნებიან თამაშების, კულტურული საღამოების, ჯანსაღი ცხოვრების აქტივობების, საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან მასპინძელი ორგანიზაციის მიერ მგზავრობის ბილეთებით, ვიზით, საცხოვრებლით, კვებით, ჯანმრთელობის დაზღვევით.

 

თემები: გარემო, ჯანსაღი ცხოვრება, სპორტი, განათლება, კულტურა, მეწარმეობა, არქიტექტურა, და სხვა.

 

პროექტებში მონაწილეობას მიიღებენ მოხალისეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

იხილეთ პროექტების სია ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:

 

http://bit.ly/2MXf2J8 (ლიეტუვა)
http://bit.ly/3nDxeE0 (დანია)
http://bit.ly/3bAJEu6 (პოლონეთი)
http://bit.ly/2XA9032 (პოლონეთი)
http://bit.ly/38CcF6L (ლატვია)

პროექტები დაფინანსებულია Erasmus + ის მიერ.

 

მოხალისის სასურველი პროფილი

  • 18-30 წლის
  • დაინტერესებული კულტურული გაცლითი პროგრამებით და მასპინძელი ორგანიზაციის საქმიანობით;
  • მოტივირებული რომ იზრუნოს მასპინძელი ქვეყნის საზოგადოების განვითარებაზე სხვა მოხალისეებთან ერთად;
  • ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე.

 

პ.ს არ აქვს მნიშვნელობა თქვენს სტატუსს - სტუდენტი, დასაქმებული, დაუსაქმებელი - ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

 

საპროექტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სამოტივაციო წერილისა და CV-ის გაგზავნა ზემოთ მოცემულ ლინკებზე არსებულ მეილებზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით Facebook გვერდზე.

 

ევროპის სოლიდარობის კორპუსი არის ევროკავშირის ახალგაზრდული მოხალისეობრივი პროგრამა. ევროპული სოლიდარობის კორპუსის მიზანია მოხალისეობის გზით ხელი შეუწყოს სოლიდარობას, როგორც ღირებულებას, გააძლიეროს ახალგაზრდებისა და ორაგნიზაციების ჩართულობა ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის სოლიდარობის აქტივობებში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროპაში ერთობის, სოლიდარობის, დემოკრატიისა და მოქალაქეობის განმტკიცებას, ასევე სოციალურ გამოწვევებსა და თემის გაძლიერებას, სოციალური ინტეგრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერით. გარდა ამისა, პროგრამას ასევე წვილი შეაქვს ევროპის ახალგაზრდულ თანამშრომლობის გაზრდაში.

 

წარმატებებს გისურვებთ!

სხვა ვებ გვერდზე


მსგავსი განცხადებები
ბიტისის ახალი გუნდის წევრი

ბიტისი


13 იან - 25 იან

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV