თარიღები: 12 იან - 31 იან
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: recruitment@gwp.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  აუდიტი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტორის  პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • აუდიტის გეგმის შემუშავებაში მონაწილოება;
  • კომპანიაში არსებული პროცესების შემოწმება, რისკების იდენტიფიცირება, არსებული კონტროლების და პროცესების შეფასება და მათ გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავება;
  • კომპანიაში დანერგილი კონტროლის სისტემების ტესტირება, მათი ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება კომპანიის წინაშე არსებულ რისკებთან მიმართებაში. სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
  • ნორმატიული აქტების, კომპანიის შიდა ინსტრუქციების, დებულებების, პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა რეგულაციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • შემოწმების შედეგების დოკუმენტირება და აუდიტორული მტკიცებულებების ფორმირება;
  • შესრულებული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების კონტროლი და Follow-up შემოწმებების ჩატარება;
  • ბიზნეს-პროცესებზე პასუხისმგებელ პირებთან კონსულტირება შიდა კონტროლის სისტემების და პროცესების გაუმჯობესების მიზნით.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების ან აუდიტის განხრით;
  • CIA/АССА/CFA ეტაპების გავლა  ჩაითვლება უპირატესობად;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტორის თანამდებობაზე, გარე აუდიტის/შიდა უდიტის/კონტროლის/რისკების შეფასების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება "დიდი ოთხეულის" აუდიტორულ კომპანიებში, და/ან კომუნალური მომსახურების/ენერგეტიკის სფეროებში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით კი Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
     

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში ადექვატური მოქმედების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის და აზრის ნათლად გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მზაობაშესაძლო მივლინებებისთვის.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge  არა უგვიანეს 2021 წლის  31 იანვრისა.

 

 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.


მსგავსი განცხადებები
აუდიტორი

ავერსი ფარმა


28 დეკ 2020 - 20 იან



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV