1C ადმინისტრატორი

თარიღები: 12 იან - 26 იან
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@amboli.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  1C სპეციალისტი

ამბოლი დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge   www.facebook.com/amboli.ge

 

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას 1C ადმინისტრატორის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი - თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142 (სათავო ოფისი)

სამუშაო საათები - 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • 1C პლატფორმის განახლება-მოდიფიცირება, კონფიგურაციების ოპტიმიზაცია;
  • პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება;
  • 1C ERP სისტემაში არსებული პრობლემების აღმოჩენა და აღმოფხვრა;
  • საოპერაციო და გაყიდვების მოდულების ფინანსურ მოდულთან შესაბამისობაში ყოფნის უზრუნველყოფა, (შაბლონების) აწყობა/კორექტირება;
  • რეპორტების აწყობა მომხმარებლების მიხედვით (ყველა შესაბამის მოდულში);
  • საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად სააღრიცხვო სისტემებში ორგანიზაციის მოთხოვნების მიხედვით, ცვლილებებისა და სიახლეების განხორციელება, ან/და დამატებითი მოდულების შექმნა-განვითარება;
  • ორგანიზაციის აღრიცხვიანობის დეტალიზირებისა და სრულყოფის მიზნით, ბაზებში ყველა საჭირო დავალების, პროცედურისა და ფუნქციის შემუშავება/შექმნა, ტესტირება, გაშვება, მომხმარებლების ტრენინგი და შემდგომში მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ფინანსური თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა;
  • სისტემაში ახალი/არსებული მომხმარებლისათვის უფლებების გაწერა და საჭიროებისამებრ კორექტირება;
  • ინვენტარიზაციის და სხვა საკონტროლო პროცედურების დროს სამუშაო გუნდის (გუნდების) შესაბამისი მონაცემთა ბაზებით უზრუნველყოფა;
  • შიდა და გარე აუდიტორებისთვის საჭირო მონაცემების მიწოდება, ანგარიშების მომზადება, სისტემაში არსებული პროცედურების შესახებ კითხვებზე პასუხისა და განმარტებების მიცემა;
  • ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • პროგრამის ადმინისტრირებისთვის საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსებში, ეკონომიკასა და ბიზნესში);
  • სასურველია 1C ERP-ის ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დისტრიბუციის ან წარმოების სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ფინანსური/სააღრიცხვო სისტემების ცოდნა;  
  • MS Excel-ის ცოდნა (Power BI, Power Query-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.


 

აუცილებელი უნარები: 

  • დეტალებზე ორიენტირებული, დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარით;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პროცესების მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ორგანიზებულობა;

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2021 წლის 26 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - 1C ადმინისტრატორი


კომპანია „ამბოლში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „ამბოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."


მსგავსი განცხადებები
1C ERP ოპერატორი

G&A GROUP


18 იან - 16 თებ

1C ERP ოპერატორი ფოთში

G&A GROUP


13 იან - 11 თებ

1C პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი

OneSoft


23 დეკ 2020 - 21 იან

1C პროგრამისტი

Cyber Service


28 დეკ 2020 - 26 იან

1C ადმინისტრატორი

Cyber Service


28 დეკ 2020 - 26 იან

1C ოპერატორი

სანტე ჯი ემ თი პროდუქტები


08 იან - 25 იან

1C პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი/ანაზღაურებადი სტაჟირება

OneSoft


23 დეკ 2020 - 21 იან



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV