მედიკამენტების რეგისტრაციის მენეჯერი

თარიღები: 12 იან - 10 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: info@euromedical.ge
სამედიცინო:  ფარმაცია

„ბრიტანულ ქართული საწარმო ევრომედიკალი“ აცხადებს ვაკანსიას მედიკამენტების რეგისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე.

 

აუცილებელი მოთხოვნები :

  • ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება ფარმაციის განხრით.
  • იცნობდეს სახელმწიფო პოლიტიკას ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში;
  • ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების (რეგისტრაციის) შემდეგი რეჟიმებით:
    • ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი;
    • ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმი.
  • ზედმიწევნით იცნობდეს საქართველოს კანონს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ სხვა დამატებით მოთხოვნებს საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციასთან დაკავშირებით;
  • ფლობდეს გამართულად ინგლისურ და რუსულ ენებს; (აუცილებელია)

 

 ვაკანსიით დაინტერესებული პირის მოვალეობები:

  • აწარმოოს წამლის რეგისტრაცია სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში“.
  • კომპანიის დასარეგისტრირებელ წამლებთან დაკავშირებით წარმოადგინოს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1111 მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია;
  • მოაგროვოს და დაურთოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც საჭრო გახდება წამლის რეგისტრაციისთვის, როგორც ადმინისტრაციული , ისე მეცნიერულ-ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1111 მუხლის მე-19 პუნქტსა და  1111 მუხლის მე-20 პუნქტებთან;
  • შეავსოს წამლის რეგისტრაციისთვის საჭირო განაცხადის ფორმა;
  • აკონტროლოს წამლის რეგისტრაციისთვის საჭირო ვადები;
  • აკონტროლოს რეგისტრირებული წამლების რეგისტრაციის მოქმედების ვადები და ვადის ამოწურვამდე მიიღოს ყველა საჭირო ზომა და მოაგროვოს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია მათი ხელახალი რეგისტრაციისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში დაარეგისტრიროს ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტების I და II რიგის ცვლილებები;
  • შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება, რაც საჭირო გახდება ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისთვის;
  • ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისთვის მოაგროვოს და წარადგინოს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 117 მუხლით გათვალისწინებული ჰომოლოგიური საიდენტიფიკაციო  დოკუმენტაცია, მათ შორის, შეავსოს რეგისტრაციისთვის საჭირო  განცხადების ფორმა.

 

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება ინდივიდუალური, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

 

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@euromedical.ge.

წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება

გისურვებთ წარმატებებს!


მსგავსი განცხადებები
GDP Good Distribution Practice ხარისხის მართვის, აუდიტის სპეციალისტი საწყობის მიმართულებით

HH Recruitment


18 იან - 25 იან

აფთიაქის თანამშრომელი დაბა ფასანაურში

გარდენფარმა


22 იან - 20 თებ

logo

ვეტ აფთიაქის გამგე-გამყიდველი ქუთაისში

პრემიქსი


18 იან - 16 თებ

საწარმოო ფარმაცევტი

ვიტამინი


14 იან - 05 თებ

ფარმაცევტი

აფთიაქი 24/24


18 იან - 16 თებ

logo

ფარმაცევტი

ფიდუს ფარმა


20 იან - 16 თებ

ფარმაცევტი

ფარმაბანი 1


21 იან - 19 თებ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV