IFRS რეპორტინგ მენეჯერი

თარიღები: 11 იან - 09 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: HR@engadi.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  IFRS

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია,

რომლის შექმნაც  მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.  

დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.  

ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“  შემავალი კომპანია „წყალი მარგებელი“  აცხადებს ვაკანსიას  IFRS რეპორტინგ მენეჯერის თანამდებობაზე. 

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა 

 

ძირითადი მოვალეობები:  

  • IFRS სტანდარტების მიხედვით კვარტლური/ნახევარწლიანი/წლიური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მომზადება; 
  • ფინანსური ანგარიშგებების განმარტებითი შენიშვნების  მომზადება; 
  • ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის (IFRS) საერთაშორისო სტანდარტებთან და სააღრიცხვო პოლიტიკასთან შესაბამისობის ანალიზი; 
  • საერთაშორისო აუდიტორებთან და სხვა კონსულტანტებთან ურთიერთობა; 
  • აუდიტის პერიოდში გარე აუდიტთან თანამშრომლობა და მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება/მომზადება/მიწოდება;                                          
  • ჰოლდინგის ფინანსური განყოფილების გუნდის სამუშაო პროცესში ჩართულობა; 
  • საერთაშორისო აღრიცხვის სისტემებზე ტექნიკური სრულყოფისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებში ჩართულობა; 
  • ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოთხოვნილი ინფორმაციების მომზადება და მიწოდება; 
  • რეპორტინგის პროცესის სისტემატიური გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა/კოორდინირება ფინანსური განყოფილების გუნდთან და გარე აუდიტორთან; 
  • კონსოლიდირებული ბიუჯეტირება და ბიუჯეტიდან გადახრების რეპორტინგი. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით; 
  • საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა (IFRS);    
  • მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება აუდიტორულ კომპანიაში; 
  • ან მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება IFRS რეპორტინგის მიმართულებით; 
  • უპირატესობა მიენიჭება წარმოების სექტორში და კონსოლიდირებულ პროექტებზე მუშობის გამოცდილებას. 
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • Excel ის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • ACCA Global (სავალდებულოა  F7, F8, სასურველია F დონის ყველა სერტიფიკატი); 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

                                                                        

უნარები/პიროვნული კომპეტენციები 

  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ორგანიზებულობა; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა. 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • პროაქტიური და მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი; 
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; 

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@engadi.ge. 

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.  

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! 

სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს,

მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო,

მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე,

ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 


მსგავსი განცხადებები
ფინანსური მენეჯერის ასისტენტი - IFRS სპეცილისტი

გორგია


12 იან - 10 თებ

logo



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV