სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს არა სიცოცხლის დაზღვევის ზარალის ანაზღაურების მენეჯერის თანამდებობაზე ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
სადაზღვევო შემთხვევის რეგულირება, რომელიც მოიცავს:
- ქოლ-ცენტრში შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირება, უკუკავშირი შეტყონინების განმახორციელებელ პირთან სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების მიზნით;
- თბილისის და მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევის ადგილზე გასვლა;
- შემთხვევის ადგილზე სადაზღვევო შემთხვევის მდგომარეობის შესწავლა (ადგილზე დარეგულირება ასეთის საჭიროების და შესაძლებლობის შემთხვევაში);
- შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების დაზიანების ამსახველი ფოტომასალის გადაღება;
- შემთხვევის ადგილზე მხარეს/მხარეების საინფორმაციო მონაცემების ინდეტიფიცირება, მძღოლის/ების საკონტაქტო ინფორმაციის მონიშვნა;
- შემთხვევის ადგილზე ზარალის დარეგულირებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის მოძიება/აღრიცხვა (საჯარიმო ქვითრის (ამგვარის არსებობის შემთხვევაში), მძღოლის/მესამე მხარეს პირადობის/მართვის მოწმობის, ავტომობილის ტექ.პასპორტის/ების ადგილზე დასურათება;
- სადაზღვევო შემთხვევის ზარალის პროგრამული აღრიცხვა რეგულირების მიზნებისათვის;
- ზარალის რეგულირების მიზნით კომუნიკაცია სხვადასხვა დეპარტამენტებთან (ბუღალტერია,ბილინგის სამსახური, პოლისების ადმინისტრირების სამსახური);
- პროვაიდერ სახელოსნოებთან მუშაობა, რაც გულისხმობს: კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის ზარალის ხარჯთაღრიცხვის შედგენის პროცესში ჩართულობას, დაზიანებული ავტომობილის ზიანის შეფასებაზე დასწრებას.
- საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგელობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების რეგულირება.
- გადარჩენილი ქონების (შეცვლილი სათადარიგო დეტალების) აღრიცხვა, დასურათება, შენახვა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- პასხუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- თავაზიანობა და დიპლომატიურობა;
- კარგი არგუმენტაციის უნარი;
- პუნქტუალობა და აკურატულობა;
- კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი.
დამატებითი მოთხოვნები
- სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- მართვის მოწმობა
- ავტო მობილის ქონა/ფლობა/მართვა
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ipsp.geდა სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 თებერვალი