კონტენტ მენეჯერი

თარიღები: 21 იან - 09 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@domino.com.ge
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  კონტენტ მენეჯერი

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 

2015 წელს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე. 

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ინტერნეტ მაღაზიის ვებ გვერდისთვის პროდუქციის დამატება და განახლება;  
  • პროდუქციის ვიზუალური მასალის მოძიება და ატვირთვა, მათი აღწერა: ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლების მოძიება; 
  • პროდუქციის დამუშავება (ფოტო, ვიდეო, ტექსტი, საჭიროების შემთხვევაში სურათის გადაღება); 
  • ტექსტური ინფორმაციის ხარისხიანად და ეფექტურად ორგანიზება, ჩამოყალიბება, შექმნა, განთავსება; 
  • ვებ-გვერდის უზრუნველყოფა ტექსტებით, სურათებით, ვიდეოებითა და სხვა საჭირო კონტენტით; 
  • რეპორტინგი ხელმძღვანელობასათან. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; 
  • Adobe Photoshop ან სხვა გრაფიკული რედაქტორის საშუალო დონეზე ცოდნა;  
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერა, კითხვა);  
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 

 

პიროვნული თვისებები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება; 
  • პუნქტუალურობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge 

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით. 

გისურვებთ წარმატებებს ! 


მსგავსი განცხადებები
Content Creator/კონტენტის შემქმნელი

CAMPA


05 იან - 30 იან

კონტენტ მენეჯერი

JULY


21 იან - 19 თებ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV