ლოჯისტიკის სპეციალისტი

თარიღები: 06 იან - 01 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@adli.ge
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი

სამშენებლო კომპანია "ადლი" 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

შპს "ადლი" არაერთი საერთაშორისო კომპანიის პარტნიორია. სწორედ ამიტომ, იგი მომხმარებელს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების სამშენებლო და სარემონტო მასალებს სთავაზობს.

კომპანია "ადლი" ჩართულია ისეთი ცნობილი პროექტების სამშენებლო სამუშაოებში, როგორიცაა: შპს "ტერასა ჯგუფი", შპს "მეგობრობა", შპს "ფენიქსი", "ინოვაციების ცენტრი", სასტუმრო "თბილისი თაუერი" და სხვა.
 

სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას - ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია სატრანსპორტო მენეჯმენტის მიმართულებით;
  • ლოჯისტიკის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური ან რუსული ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • გადაზიდვების ეფექტური, შეუფერხებელი ორგანიზება და განხორციელება;
  • სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ კომპანიებთან პროცესის კოორდინირება;
  • თანამშრომლების ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
  • ინვოისების გამოწერა/ატვირთვა, მომსახურების ხელშეკრულებების მოსამზადებლად ინფორმაციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა შესაბამის დეპარტამენტებთან, მონაცემთა ბაზებზე მუშაობა;
  • დოკუმენტაციის მენეჯმენტი - კონტრაქტორებისგან ხელშეკრულებებისა და ანგარიშების კონტროლი, ანგარიშგება.


პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ლოჯისტიკის სპეციალისტი).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 01 თებერვალი, 2021 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.


მსგავსი განცხადებები
ლოჯისტიკის მენეჯერი

ემ ეს ჯგუფი


05 იან - 02 თებ

ლოჯისტიკის მენეჯერი

ევროპროდუქტი


05 იან - 03 თებ

ლოჯისტიკის მენეჯერი

ანგელ ლოჯისტიკს


14 იან - 10 თებ

ლოჯისტიკის მენეჯერი

ამბოლი


20 იან - 31 იან

logo

ლოჯისტიკის მენეჯერი / დისპეჩერი

GL Trans


20 იან - 18 თებ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV